2026-09-17 |
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის სამედიცინო სკრინინგი გაიმართება
19-20 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის სამედიცინო სკრინინგი გაიმართება.
19 სექტემბერი რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო 10:00 საათი; 20 სექტემბერი ჩხოროწყუ 11:00 საათი.
თბილისიდან მოწვეული წამყვანი ექიმი-სპეციალისტები დევნილ მოსახლეობას უფასო კონსულტაციებსა და შესაბამის სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 15 ექიმი სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებით.
აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სპეციალისტების კონსულტაციები და შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები, ხოლო ექიმის დანიშნულების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტებიც გადაეცემათ.
