აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის „არ დავივიწყოთ ქართული“ ფარგლებში, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში, თეატრალური ჩვენების პრეზენტაცია „ფესვები საქართველოა“ გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აჭარის კულტურის მინისტრის პირველ მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძესთან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერ ზაზა დიასამიძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„მადლობა პროექტის ავტორს - ორგანიზაცია „მომავლის პალიტრის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს თამარ ტუღუს, ასევე ყველა ორგანიზატორსა და მხარდამჭერს, განსაკუთრებით - აჭარის კულტურის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, ჩვენი მომავალი თაობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი წარსული, ფესვები, წარმოშობა, გზა ილია მართლიდან ილია მეორემდე და ის დიდი ქართველები, რომლებიც ქმნიდნენ საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს.
განსაკუთრებით მიხარია, რომ პროექტში ჩართულები არიან აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები. დარწმუნებული ვარ, მათი ასეთი აქტიურობა კიდევ ერთი დიდი წახალისება და მოტივაცია იქნება სხვებისთვის. ეს ნამდვილად არის გზა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებას და ძლიერი, ერთიანი საქართველოს მშენებლობას.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.
ღონისძიებას, ასევე, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები. პრემიერაში მონაწილეობდნენ 8-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეები, მათ შორის სოციალურად დაუცველი ბავშვები და აჭარის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის „არ დავივიწყოთ ქართული“ მიზანია ახალგაზრდებში ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაცია, მოზარდების კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობა, ეროვნული თვითშეგნების ამაღლება და ქართული იდენტობის განმტკიცება






