2026-09-29 |
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
რუხსა და ჩხოროწყუში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდათ
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, „რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს”, „საქართველოს კლინიკები - ჩხოროწყუს კლინიკის” და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით რუხსა და ჩხოროწყუში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდა.
სამედიცინო აქციის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს ადგილზე შეეძლოთ სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაციისა და საჭირო სამედიცინო კვლევების ჩატარება.
ჩხოროწყუში მიმდინარე სამედიცინო სკრინინგის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, მანონა გეჯუასთან, ჩხოროწყუს მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე შეხვდა სამედიცინო პერსონალსა და დევნილ ბენეფიციარებს.
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, დევნილი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგის პროგრამა ეტაპობრივად ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.
სკრინინგი მიზნად ისახავს ჯანმრთელობის მდგომარეობის დროულად შეფასებას და დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას.




