სულიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერის ფარგლებში, საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო

სულიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერის ფარგლებში, 15 000 ლარამდე დაფინანსების მოსაპოვებლად, საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო.

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი აფხაზეთის ეკლესია-მონასტრების მეტოქიონებს საპროექტო განაცხადების შემოტანა შეუძლიათ შემდეგი მიმართულებებით:

1. მეტოქიონების ინფრასტრუქტურული მოწყობა;
2. საეკლესიო ინვენტარის შეძენა;
3. სხვა აუცილებელი საეკლესიო ატრიბუტიკის შეძენა;
4. საგანმანათლებლო სივრცისთვის საჭირო ავეჯისა და სასწავლო ინვენტარის შეძენა; წიგნებისა და საგანმანათლებლო ლიტერატურის შეძენა;
5. სასწავლო რესურსების მომზადება;
6. ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზება;
7. ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციების შესახებ საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება.

მატერალური სახით დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროშიმის: დიმიტრი უზნაძის N68