აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მხარდაჭერით, ხონის სათემო განათლების ცენტრში პროექტი „განათლებული და აქტიური ახალგაზრდები - მდგრადი მშვიდობის საფუძველი” მიმდინარეობს.

პროექტში ხონსა და წყალტუბოში მცხოვრები 16-29 წლის 40 ახალგაზრდა, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები მონაწილეობენ.
 
ოთხი შაბათ-კვირის განმავლობაში მონაწილეები მშვიდობის მნიშვნელობაზე, კონფლიქტების მშვიდობიან მართვასა და აქტიურ მოქალაქეობაზე იმუშავებენ. ტრენინგები ასევე დაეთმობა მედიაწიგნიერებას, დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ტურიზმის როლს კულტურული დიალოგის განვითარებაში, აფხაზეთის ისტორიულ მეხსიერებასა და კულტურულ მემკვიდრეობას.
 
მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად ახალგაზრდები მცირე სამოქალაქო ინიციატივებს შეიმუშავებენ, რომლებსაც საკუთარ მუნიციპალიტეტებში განახორციელებენ.
 
პროექტი 17 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და ხონის სათემო განათლების ცენტრში შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდება.