2012-06-01   |   
                                                                                                                
                                                   მთავრობის აპარატი
                                               
                                                                                                           
                                                    
                                                    
                                                        დევნილი ბავშვებისთვის „კოკა-კოლას“ ქარხანაში ტური მოეწყო
                                                    
                                                    
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით, ცნობილი ბრენდის „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" ადმინისტრაციამ 30-მდე დევნილი ბავშვისათვის „კოკა-კოლას" ქარხანაში საინტერესო ტური მოაწყო.
მოზარდებმა ქარხნის უახლეს ულტრათანამედროვე წარმოების ტექნოლოგია დაათვალიერეს და ტექნოლოგიის დარგის მნიშვნელობას გაეცნენ.
ტურის ბოლოს, დევნილ ბავშვებს „კოკა-კოლა"-ს ადმინისტრაციის მიერ სამახსოვრო საჩუქრები დაურიგდათ.
                        
                            
                            
                            
                            
                            
                            
                            