აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

აფხაზეთის მთვრობის წევრებმა  1992-1993 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყების 19 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
,,14 აგვისტო არის ის საბედისწერო დღე, როდესაც დაიწყო ძმათამკვლელი ომი აფხაზეთში. მთელი მსოფლიოსთვის  ცნობილი გახდა, რომ ეს კონფლიქტი რუსეთის მიერ იყო ინსპირირეული, რის შედეგადაც დღეს საქართველოს ტერიტორიის 20 %ოკუპირებულია. ჩვენ ყოველწლიურად ვიკრიბებით გმირთა მემორიალთან და პატივს მივაგებთ დაღუპული მეომრების ხსოვნას’’, -განაცხადა აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბობოხიძემ.