აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2017-04-19   |   
ვახტანგ ყოლბაია სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამეგრელოს რეგიონში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს შეხვდა.

ვახტანგ ყოლბაიამ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოჩა დგებუაძესთან, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელ მამუკა კვიტაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძესთან ერთად მეომრების ოჯახის წევრებს აღგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრად დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოცემული წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში” გადასცეს.

ასევე, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებთან შეხვედრა გაიმართა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბრენატორის მოადგილე ლაშა გვასალიამ მათ წიგნები გადასცეს.

შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდა.