2017-12-16   |   
                                                                                                                
                                                   იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
                                               
                                                                                                           
                                                    
                                                    
                                                        გრძელდება დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები
                                                    
                                                    
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, კომპაქტური ჩასახლება „იპოდრომის“ ეზოს მავთულ-ბადით შემოკავება.
 
                         
                             
                             
                             
                             
                             
                             
                            