კოლპაქტური ჩასახლების ობიექტში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა  ქ. თბილისში, გლდანის მე-2 მიკრო/რაიონი, კორპუსი №28-ში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტზე პირველსა და მეორე სართულებს შორის არსებული ხის სამფრთიანი და ხის ორფრთიანი ფანჯრის  შეცვლა მეტალოპლასტმასის ფანჯრებით.