აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანია გრძელდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოხალისეები, რომლებიც „წითელი ჯვრის“ მიერ არიან დატრენინგებული, სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიაში აქტიურად მონაწილეობენ. მოხალისეთა შორისაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე. მან გუშინ ვაკე-საბურთალოს რაიონის სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს პირველადი მოხმარების საგნებისა და პროდუქტებისგან შემდგარი პაკეტები დაურიგა.

აქცია თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის“ ორგანიზებით და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიმდინარეობს.