აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე: „საქართველოს მოსახლეობის ერთობის და თავდადების შედეგია, რომ დღეს საქართველო დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოა“

„ეს ტრაგიკული დღე ქართველი ხალხის თავისუფლების, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოდ იქცა. ამიტომ ყოველი ჩვენთაგანის ვალია პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც თავი შესწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას და საფუძველი ჩაუყარეს ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის პროცესს.
 
საქართველოს მოსახლეობის ერთობის და თავდადების შედეგია, რომ დღეს საქართველო დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოა, რომელიც სტაბილურად იმკვიდრებს ადგილს ცივილიზებული ქვეყნების ოჯახში.
 
ერის ერთობის შედეგად მოხერხდა თავისუფლების მოპოვება და დღესაც, 21-ე საუკუნეში ანალოგიური გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში.
 
ვაფასებთ ჩვენი გმირების თავგანწირვას და პატივს მივაგებ მათ ხსოვნას!“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.