აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ დევნილებს სასურსათო პროდუქტები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ 161 ბენეფიციარს, რომლებიც განსაკუთრებულ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადაეცათ.

ღონისძიებაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.