გრძელდება ქ. თბილისის გლდანის რაიონში დევნილთა განსახლების ადგილებში, საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები, სადაც აფხაზეთიდან დევნილებს ეწევათ საინფრომაციო-საკონსულტაციო ხასიათის დახმარება, ბ.მ.ა შექმნის მნიშვნელობაზე. წარმომადგენლობის თანამშრომლები ისმენენ და სწავლობენ განსახლების ადგილებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ხასითის პრობლემებს.
გრძელდება ქ. თბილისის გლდანის რაიონში დევნილთა განსახლების ადგილებში, საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები, სადაც აფხაზეთიდან დევნილებს ეწევათ საინფრომაციო-საკონსულტაციო ხასიათის დახმარება, ბ.მ.ა შექმნის მნიშვნელობაზე. წარმომადგენლობის თანამშრომლები ისმენენ და სწავლობენ განსახლების ადგილებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ხასითის პრობლემებს.
ვალერი არქანიას არტ-გალერეაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-მა კონცერტი გამართა. კონცერტის რეპერტუარი სკოლისთვის ჩვეული მრავალფეროვნებით იყო გამორჩეული და მასში მონაწილეობდნენ საფორტეპიანო, საესტრადო სიმღერების, სიმებიანი ჩასაბერი, კამერული ანსამბლების, ბალეტის კლასის მოსწავლეები, გუნდი „კანტილენა“, უმცროსკლასელთა გუნდი, სტუდია „ასკინკილა“, ხალხური სიმღერის გუნდი, ფოლკლორული ჯგუფი „აგუძერა“. აქვე მოეწყო სამხატვრო და გამოყენებითი ხელოვნების განყოფილების მოსწავლეთა გამოფენა. საღამოს უძღვებოდა თავად სკოლის დორექტორი თამარ შაკიაშვილი-ახალაია.
კონცერტს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი გრიგოლ ბენიძე და წარმომადგენლობის თანამშრომელი სოციალური მიმართულებით, ირმა ჩიჩუა შეხვდნენ ქ. თბილისის, გლდანის რაიონის გამგეობის საუბნო განყოფილების უფროსს ბატონ გრიგოლ მეტრეველს, სადაც ისაუბრეს გლდანის რაიონის ლუწ მიკრორაიონებში დევნილთა დასახლების ადგილებში არსებულ სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები სამეგრელო ზემო - სვანეთის რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგილზე , ვექტორის ჩასახლებაში ( მექაღალდეთა 26 ) გაეცნენ. ძლიერმა ქარმა და წვიმამ დააზიანა დევნილთა ჩასახლების ერთსართულიანი კორპუსის სახურავი. შედეგად აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებ დევნილებს წყალი ოთახებში ჩაუვიდათ. ამ ეტაპზე ადგილობრივი მერიის თანადგომით განხორციელდა დროებითი გადახურვის სამუშაოები, ხოლო უახლოეს პერიოდში მოხდება დაზიანებული კორპუსების კაპიტალური გადახურვა . წარმომადგენლობის თანამშრომლები უშუალოდ იყვნენ ჩართულები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალია ევროკავშირის დახმარების დაცვის მოხალისე ოფიცერ, ფილომენ ფრანსეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს როგორიცაა: - ერთჯერადი დახმარების გაცემის წესები და კრიტერიუმები, სხვადასხვა აუცილებელი პრობლემების ადვოკატირება და ლობირება ადგილობრივ და ცენტრალურ უწყებებში, კოლექტიურ ცენტრებში სარემონტო სამუშაოების ჩატარების პროგრამის განხორციელება, წარმომადგენლობის თანამშრომლებისგან შემდგარი მობილური ჯგუფების მუშაობა, სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვების მიმდინარეობა და ხელშეწყობა, საინფორმაციო შეხვედრები დევნილ მოსახლეობასთან.
„ჩვენ ვაცნობიერებთ საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელობას და დახმარებას. ამიტომ დღევანელი შეხვედრა იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა იმისა , რომ მათ გაიგონ დევნილი მოსახლეობის საჭიროებები. სტუმარმა მიიღო ამომწურავი ინფორმაცია აფხაზეთის მკვიდრთა პრობლემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ. ფილომენ ფრანსესმა მადლობა გადაუხადა ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელს და იმედი გამოთქვა შემდგომშიც ანალოგიური , ეფექტური და კომუნიკაბელური თანამშრომლობაზე.
ზუგდიდში სოფ:ოქტომბერში ყოფილი პროფ სასწავლებლის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალიამ დანაპირები უმოკლეს ვადებში შეუსრულა. :- აღნიშნულ კოლექტიურ ჩასახლებას შეუწყა წყლის მიწოდება. ჩვენ ვერ დავუშვებდით იმას , რომ არ მოგვარებულიყო ეს საკითხი და ჩვენი დაპირება დარჩენილიყო მხოლოდ ლიტონ სიტყვებად. დახმარებისთვის და საკითხის დადებითად გადაჭრისთვის მინდა მადლობა გადავუხაო ადგილობრივ თვითმმართველობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს. სამივე უწყების მყისიერი რეაგირების შედეგად ამ ეტაპზე საკითხი მოგვარდა დროულად და ეფექტურად - განაცხდა წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში მორიგი თათბირი გაიმართა. თათბირს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბატონი დემურ კეკელია უძღვებოდა. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გაეცნო ქ. თბილისში მდებარე დევნილთა დასახლებებში, რაიონების მიხედვით შექმნილი მობილური ჯგუფების მუშაობის მიმდინარეობას და მოისმინა ანგარიში ჯგუფების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
მიმდინარე წლის 17 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბატონი რეზო ქობალია წარმომადგენლობის თანამშრომლებთან , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელ მანუჩარ ჩილაჩავსთან ერთად შეხვდა ზუგდიდის რ-ნ სოფ. ანაკლიის ბარაკებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებს.
შეხვედრისას რეზო ქობალია გაესაუბრა დევნილებს, მოისმინა მათი პრობლემები და მოლოდინები. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შეპირდა იქ მცხოვრებ დევნილებს მათი ინტერესების დაცვას და მედიატორის როლის შესრულებას შესაბამის ორგანოებთან.
აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში ბავშვთა და მოზარდთა ქართულ-აფხაზური ფოლკლორული ფესტივალი გამართა.
ფესტივალში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ბავშვთა და მოზარდთა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები და შემოქმედებითი კოლექტივები, რომლებმაც ქართული და აფხაზური ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.
ქართულ-აფხაზურ ფოლკლორულ ფესტივალს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების წარმომადგენლები და ნორჩი ხელოვანების ოჯახის წევრები და მეგობრები.
დასასრულ კონცერტის წამყვანმა შალვა ბერიანიძემ სცენაზე უხმო ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეებს, ქორეოგრაფებსა და ხელმძღვანელებს, რომელთაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სიგელები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილემ ჯაბა ჯაიანმა.
როლანდ ნიჟარაძემ მადლობა გადაუხადა როგორც შემსრულებლებს, ისე მათი ოჯახის წევრებსა და მასწავლებლებს ამ მოზარდების სიყვარულით აღზრდისათვის და აღნიშნა: „სასიხარულოა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა კონცერტი დაიწყეს და დაასრულეს აფხაზური ცეკვით. ეს დასტურია იმისა, რომ სწორედ ისინი გაამრთელებენ სიყვარულის ხიდს, რომელზეც მალე ყველანი ერთად გავივლით. სიყვარულის ძალას ირწმუნებენ აფხაზებიც და ისევ გავერთიანდებით.“
ინფორმაციისთვის, ფესტივალში მონაწილეობდნენ:
ქ.თბილისის მერიის ხელოვნების №7 სკოლასთან არსებული ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ივერიონი“, ქორეოგრაფი ბადრი უგრეხელიძე;
ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლი „დიდლომისა“, სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი დევი ადეიშვილი;
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია „ხალისი“, ქორეოგრაფები სერგო გეგეჭკორი და ელგუჯა ქირია;
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის ანსამბლი „შარათინ 1,“ ქორეოგრაფი ოლია წურწუმია;
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის ქართული ხალხური ცეკვის ჯგუფი „ალაშარა“, ქორეოგრაფი მაია მახარობლიძე და დავით ჭანტურია;
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის ფოლკლორული ჯგუფი „აგუძერა“, ხელმძღვანელი ნათია ბედენაშვილი;
აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული გოგონათა ფოლკლორული გუნდი „გუმბათი“, ხელმძღვანელები: სოფიო ქირია და სოსო კიკვაძე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა 2019 წლის 17 ივნისს განიხილა მოქალაქე დ.კუჭავას ადმინისტრაციული საჩივარი 1992 წლამდე მუდმივად ქ. გაგრაში მცხოვრების ფაქტის დადასტურებაზე, აღმოასვლეთ საქართველოში ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
სხდომაზე საქმის გარემოებების შესწავლის, მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების უარის თქმის შესახებ.
კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრს უკვე მეორედ ეწვივნენ. მოზარდებმა ამჯერად ნახეს რეჟისორ ირაკლი გოგიას სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“, რომელიც ვაჟა ფშაველას ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით არის დადგმული.
აფხაზეთისავტონომიურირესპუბლიკისმთავრობისთავმჯდომარისმოვალეობისშემსრულებელრუსლანაბაშიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე იმერეთისრეგიონში, წყალტუბოსადაქუთაისშიკომპაქტურადმცხოვრებაფხაზეთიდანიძულებითგადაადგილებულპირებსშეხვდა. ისინიგაეცნენდევნილებისსაცხოვრებელპირობებს, იქარსებულპრობლემებსადამთავრობისწევრებთანერთადმათზედროულირეაგირებისადაგადაჭრისგზებზეიმსჯელეს,ასევემოინახულესდევნილიმოსახლეობისგანსახლებისათვისწყალტუბოსადაქუთაისშიმშენებარესაცხოვრებელიობიექტები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოავალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე მთავრობის წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა. ის წყალტუბოსა და ქუთაისში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო დევნილების საცხოვრებელ პირობებს, იქ არსებულ პრობლემებსა და მთავრობის წევრებთან ერთად მათზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის გზებზე იმსჯელა. მან, ასევე, წყალტუბოსა და ქუთაისში დევნილებისათვის მშენებარე ობიექტები დაათვალიერა.
2019 წლის 14 ივნისს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ფოთში ,, კერძოდ მალთაყვაში“ ახალ რაიონში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათი იყო. ამასთან ერთად დიალოგის რეჟიმში დევნილებმა დააფიქსირეს შემდეგი სახის პრობლემები: ონკოლოგიურად დაავადებული ბენეფიციალების ,სოციალური , მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტადიონის შეკეთების და მაწანწალა ძაღლების საკითხები ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ხელმძღვალებისგან მათ მიიღეს სრული მხარდაჭერის პირობა. დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბატონი რეზო ქობალია: - ბატონ რუსლანთან ერთად ვესტუმრეთ დევნილთა ჩასახლებებს. ერთ-ერთი შედგა მალთაყვაში,გურიის ქ.230-ში (ტურბაზის ) 1 , 2 და 3 კორპუსის დევნილთა დასახლებაში. აქ ჩასახლებული აფხაზეთის მკვირნი ითხოვენ კორპუსების შეფუთვას და გადახურვას. ჩვენ გავეცანით თითოეული დევნილის პრობლემას და გასაჭირს . ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მოვახდენთ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაში საკითხების ლობირებას და ადვოკატირებას. კოორდინირებულად და ეტაპობრივად მოვახდენთ როგორც რეაგირებას ასევე შესრულებას და გადაჭრას - აცხადებს წარმომაგენლობის ხელმზღვანელი რეზო ქობალია. შეხვედრებს ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი,აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო_ზემო სვანეთის რეგიონში ბატონი რეზო ქობალია და მთავრობის სხვა წევრები.