აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დევნილთა დახმარების სისტემაში დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებული შენიშვნა- წინადადებები.
სხდომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორცილების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძეც ესწრებოდა.
შერიგებისადასამოქალაქოთანასწორობისსაკითხებშისაქართველოსსახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამშვიდობო პოლიტიკის ამოცანების შესახებ საუბრობს და 8 ძირითად მიმართულებას გამოყოფს.
სამშვიდობოპოლიტიკისძირითადიამოცანები
საქართველოს ხელისუფლების ამოცანასა და კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიულ ხაზს მშვიდობიანი, მწყობრი, პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკის განხორციელება წარმოადგენს, რაც ქვეყნის გამთლიანებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული; საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ქვეყნის დეოკუპაციას და კონფლიქტით დაშორიშორებული საზოგადოებების შერიგებას. ამავე დროს უკავშირდება ერთიანი მომავლის ხედვას ერთიან ევროპულ საქართველოში, სადაც დაცულია ყველა მოქალაქის, ეთნიკური ჯგუფის იდენტობა და უფლებები. შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული განვითარება, სტაბილურობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და ევროპული მოდელის სახელმწიფოს მშენებლობა არის კონფლიქტების მოგვარების ერთ-ერთი გასაღები. მოუგვარებელი კონფლიქტი და არსებული ვითარება არც ქართული, არც აფხაზური და არც ოსური საზოგადოებების ინტერესში არ შედის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია სამშვიდობო პროცესმა შეიძინოს მეტი დინამიკა. საქართველოს ხელისუფლების უპირველესი ინტერესი არის მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანასა და რეგიონში, რაც არ უნდა გაიგივდეს არსებული ვითარების სტაბილიზაციის მცდელობასთან. სწორედ კონფლიქტის მოგვარება არის მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის წინაპირობა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია უფრო დინამიური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის, შერიგებისა და ნდობის მშენებლობის, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების, შექმნილი ვითარების ტრანსფორმაციისა და შესაბამისად, კონფლიქტის მშვიდობიანი და სრულმასშტაბიანი მოგვარებისათვის მყარი საფუძვლის შექმნისაკენ. სამშვიდობო პოლიტიკა 8 მთავარ ამოცანას ითვალისწინებს.
სამშვიდობო პოლიტიკის 8 ამოცანა:
ამოცანა 1: მშვიდობისდაცვადაუზრუნველყოფა საქართველოს ხელისუფლება მიმართავს ძალისხმევას მშვიდობის დაცვის, უსაფრთხოების რისკებისა და შესაძლო პროვოკაციების განეიტრალების, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის და სუვერენიტეტის განმტკიცების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი კურსისა და ეკონომიკური განვითარების ვექტორის დაცვისაკენ, რაც კონფლიქტების მშვიდობიანი და წარმატებული მოგვარების წინაპირობაა. კონფლიქტებისმოგვარებისპოლიტიკაარისცალსახადმშვიდობიანი. საქართველოს არჩევანი და განვითარების კურსი არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული. საქართველო დაინტერესებულია რეგიონის უსაფრთხოებაში, არის და მომავალშიც იქნება საიმედო პარტნიორი, რომელიც საკუთარ პოლიტიკას დემოკრატიულ ღირებულებებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით აყალიბებს.
ამოცანა 2: დეოკუპაციადადეესკალაცია – რუსეთთანმიმართებაში საქართველო გააგრძელებს დეოკუპაციის მიმართულებით ძალისხმევას, იქნება შეურიგებელი და პრინციპული ამ მიმართულებით, როგორც რუსეთთან საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში (ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები), ისე საერთაშორისო ზეწოლის მობილიზებითა და ყველა რელევანტური პოლიტიკური, დიპლომატიური თუ სამართლებრივი მექანიზმის ეფექტურად გამოყენების გზით. პარალელურად, იდგმება ნაბიჯებიდეესკალაციისდა გარკვეულ სფეროებში ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით (აბაშიძე-კარასინის ფორმატი), რაც საქართველოს მშვიდობიან და კონსტრუქციულ მიდგომებს ადასტურებს.
ამოცანა 3: პირდაპირიდიალოგი, ნდობისმშენებლობა, შერიგება – აფხაზურდაოსურსაზოგადოებებთანმიმართებაში არის ბევრი ფაქტორი რაც დღეს გვაშორიშორებს, მაგრამ ბევრი რამ გვაერთიანებს კიდეც. ეს არ არის მხოლოდ წარსული, არამედ მომავალზე ორიენტირებული ხედვა. ჩვენ გვაკავშირებს ერთად თანაცხოვრების გამოცდილება, ნათესაობა და შერეული ოჯახები, მაგრამ ასევე, კონფლიქტის მძიმე გამოცდილება, რამაც მუდმივად უნდა შეგვახსენოს ორი რამ, რაც საერთო ინტერესშია: – აღარ უნდა დავუშვათ ომი, დაპირისპირება, პროვოკაციებში ჩათრევა. – უნდა ვიზრუნოთ უკეთეს, მშვიდობიან მომავალზე. მშვიდობიან მომავალზე ზრუნვა კი აუცილებლად გულისხმობს დაპირისპირებების აღმოფხვრას, დიალოგს და შერიგებას.
ამოცანა 4: საერთოინტერესებზედაფუძნებულითანამშრომლობა, პრობლემებისგადაჭრისსტატუსნეიტრალურიდაჰუმანიტარულიფორმატები არსებულივითარებადამოუგვარებელიკონფლიქტიარშედისარცქართველების, არცაფხაზებისდაარცოსებისინტერესში. მზად ვართ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან ვიმსჯელოთ ერთობლივ ინტერესებზე, პრაგმატულ გამოსავლებსა და ახალ ინიციატივებზე, განვითარებასა და უკეთესი მომავლის პერსპექტივებზე, რაც მოსახლეობას დღეს არსებული მძიმე ვითარების გაუმჯობესებაში დაეხმარება. შესაძლებელია, მთელი რიგი საკითხების გადაჭრა პოლიტიზირების გარეშე, შეთანხმებით, ჰუმანიტარული პრინციპების გათვალისწინებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი, სტატუს-ნეიტრალური ფორმულების და მექანიზმების გამოყენებით.
ამოცანა 5: კონფლიქტითდაზარალებულადამიანებზეზრუნვა საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება ადამიანი, ადამიანის ღირსება და ადამიანის უფლებებია. შესაბამისად, პრიორიტეტულია კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ შესაძლებლობები მათთვის ღირსეული აწმყოსა და მომავლისათვის, რათა ისინი არ იქცნენ კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარების გრძელვადიანი პროცესის მძევლად. აქ იკვეთება სამი სამიზნე ჯგუფი და პრიორიტეტულია: – გამყოფიხაზებისმიმდებარედმცხოვრებიმოსახლეობა, მათ საჭიროებებზე ზრუნვა და ამ რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა; – ოკუპირებულტერიტორიაზემცხოვრებლები, მათი უფლებების დაცვა და ჰუმანიტარული პირობების გაუჯობესება, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა, [თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მოწყვლადია გალის რაიონის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა.] – იძულებითგადაადგილებულიპირები– ერთი მხრივ, მათი სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილებში, და მეორე მხრივ, საკუთარ სახლებში დაბრუნების განუყოფელი უფლების რეალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა.
ამოცანა 6: ოკუპირებულტერიტორიებზემცხოვრებთათვისსაქართველოსსახელმწიფოებრივსივრცეშიმეტიმომსახურებისადაშესაძლებლობისშეთავაზება/ხელმისაწვდომობისგამარტივება გადაიდგმება კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი და განხორციელდება კონკრეტული ინიციატივები იმისათვის, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის გავაფართოვოთ და გავამარტივოთ იმ სიკეთეებსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, რასაც სახელმწიფო ქმნის საქართველოს დანარჩენი მოქალაქეებისათვის, და ამავე დროს, მივცეთ შესაძლებლობა, ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში და მიიღონ შესაბამისი სარგებელი.
ამოცანა 7: ევროკავშირთანდასხვაპარტნიორებთანთანამშრომლობისდადაახლოებისფორმატებიდანგამომდინარეახალიშესაძლებლობებისდასარგებლისგაზიარება ამ მიმართულებით სახელმწიფო დგამს ქმედით ნაბიჯებს, რათა კონტროლირებადი ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მსგავსად, აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც იგრძნონ ის სიკეთე და ახალი შესაძლებლობები, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და სხვა თანამშრომლობის ფორმატებს უკავშირდება. საყურადღებოა, რომ ეს სარგებელი გულისხმობს არამხოლოდხელშესახებდაგაზომვადმიმართულებებს,როგორიც არის უკეთესი განათლება, უკეთესი ჯანდაცვა, თავისუფალი მიმოსვლის პერსპექტივა, ვაჭრობა, სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობა, არამედ, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან სიკეთეს, როგორიცაა დაცულიიდენტობა, თვითმყოფადობა, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში დღეს მიმდინარე რუსიფიკაციის ფონზე, რეალურად საფრთხის ქვეშ დგას.
ამოცანა 8: სამშვიდობოპოლიტიკისამოცანებისადმისაერთაშორისომხარდაჭერისმობილიზება, საერთაშორისოთანამეგობრობასთან, პარტნიორებთანეფექტურითანამშრომლობა; საერთაშორისომექანიზმებისეფექტურიგამოყენება/ ამოქმედება; საქართველოს ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკა საერთაშორისოპარტნიორებისაქტიურიმხარდაჭერითხორციელდება. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს. მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ პარტნიორებთან იმისათვის, რომ არაღიარების პოლიტიკასთან ერთად გაგრძელდეს და კიდევ უფრო გააქტიურდეს ჩართულობისპოლიტიკაზემოთ დასახული პრიორიტეტული ამოცანების ირგვლივ; განსაკუთრებით, ნდობისმშენებლობისდახალხთაშორისკონტაქტებისწახალისებისმიმართულებით, სადაც დიდი პოტენციალი აქვს სახალხო დიპლომატიას, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს.
ამ პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია საქართველოს ჩართულობისდაშერიგებისპოლიტიკა, რომელიც თავის მხრივ, კონკრეტულ ნაბიჯებს და ახალ ინიციატივებს ითვალისწინებს. აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლება განახორციელებს ძალისხმევას ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით, დიალოგით, თანამონაწილეობითა და საერთაშორისო მხარდაჭერით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში შერიგებისადასამოქალაქოთანასწორობისსაკითხებშისახელმწიფომინისტრისა დააფხაზეთისავტონომიურირესპუბლიკისხელისუფლებისშეხვედრაგამართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, შერიგებისადასამოქალაქოთანასწორობისსაკითხებშისახელმწიფომინისტრი ქეთევანციხელაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ.
ქეთევან ციხელაშვილმა, ასევე, უპასუხაუმაღლესისაბჭოსდეპუტატებისკითხვებს, რომლებიცსახალხოდიპლომატიას, ჟენევისდისკუსიებისმიმდინარეობას, დევნილებისდაბრუნების, გადაადგილებისთავისუფლებასეხებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში შერიგებისა და სამოქალაქოთანასწორობის საკითხებშისახელმწიფო მინისტრისა დააფხაზეთის ავტონომიურირესპუბლიკის ხელისუფლების შეხვედრა გამართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, შერიგებისა დასამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევანციხელაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ.
სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს სამშვიდობო პოლიტიკისძირითადი მიმართულებები გააცნო. მან მშვიდობის დაცვისა დაუზრუნველყოფის, დეოკუპაციის, პირდაპირი დიალოგისა და ნდობისმშენებლობის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის საქართველოსსახელმწიფოს სერვისებზე, ასევე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესიდანგამომდინარე სარგებელზე ხელმისაწვდომობაზე, საერთაშორისომხარდაჭერის ამოცანებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქეთევან ციხელაშვილმა, ასევე, უპასუხა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისკითხვებს, რომლებიც სახალხო დიპლომატიას, ჟენევის დისკუსიებისმიმდინარეობას, დევნილების დაბრუნების, გადაადგილების თავისუფლებასეხებოდა.
მიმდინარე წლის 20 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 15 ბავშვი დაესწრო ახმეტელის თეატრში გამართულ სპექტაკლს „ბედისწერა“.
მიმდინარე წლის 25 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით მასმედიით გავრცელებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან ,,დევნილთა შემწეობის რეფორმების ალტერნატივები” დაკავშირებით დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე შეხვდა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,აფხაზეთი”-ის ხელმძღვანელ ჯონი შამათავას და დევნილთა მოძრაობის წარმომადგენლებს ვიტალი გადელიას, ზაირა ჩარკვიანს.
დისკუსია შეეხო სტატუსიდან საჭიროებაზე მორგებული დახმარების სისტემაზე გადასვლის გზების ალტერნატივებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან - „დევნილთა შემწეობის რეფორმების ალტერნატივები" დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, საერთაშორისო ორგანიზაცია „აფხაზეთი"-ს ხელმძღვანელი ჯონი შამათავა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დაპროგრამების ფონდი"-ს ხელმძღვანელი ირაკლი ბოკუჩავა მონაწილეობდნენ.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა შედგა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რაისა ქარაია, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ორგანიზაციის "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ხელმძღვანელი მაია კვეზერელი-კოპაძე, საორგანიზაციო მდივანი ქეთევან გოგელია და ბენეფიციარების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
მსგავს აქციებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ერთად რეგულარულად ატარებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან – „დევნილთა შემწეობის რეფორმების ალტერნატივები” დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, საერთაშორისო ორგანიზაცია „აფხაზეთი”-ს ხელმძღვანელი ჯონი შამათავა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დაპროგრამების ფონდი”-ს ხელმძღვანელი ირაკლი ბოკუჩავა მონაწილეობდნენ.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა შედგა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან – „დევნილთა შემწეობის რეფორმების ალტერნატივები” დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, საერთაშორისო ორგანიზაცია „აფხაზეთი”-ს ხელმძღვანელი ჯონი შამათავა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დაპროგრამების ფონდი”-ს ხელმძღვანელი ირაკლი ბოკუჩავა მონაწილეობდნენ. დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა შედგა.
საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა.
სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა ესწრებოდნენ.
საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა მუშაობა კონსტიტუციის პირველი თავის მეორე მუხლის დეტალური განხილვით დაიწყო.
ასევე, სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან ხაზი გაესვა ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხის გადაწყვეტის მნიშვნელობას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან - „დევნილთა შემწეობის რეფორმების ალტერნატივები" დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას ბრძანებით თავმჯდომარესთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, აღნიშნული დოკუმენტის პროექტის შესწავლისა და წინადადებების შემუშავების მიზნით. ჯგუფს ხელმძღვანელობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
მოზარდმაყურებელთა თეატრში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საახალწლო წარმოდგენა გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ინიციატივითა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელშეწყობით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლი სახელწოდებით „საახალწლო ნაძვის ხე“ გაიმართა. წარმოდგენას აფხაზეთიდან დევნილი 300-მდე მოზარდი დაესწრო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს საკუთრებაში ოფისი და სარეპეტიციო დარბაზი გადასცა. უჭეროდ დარჩენილმა თეატრმა, 24 წლიანი დევნილობის შემდეგ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს შენობაში დაიდო ბინა. ამ მოვლენის აღსანიშნავად თეატრის ახალი ოფისისა და სარეპეტიციო დარბაზის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თეატრმცოდნეები, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, რეჟისორები და მსახიობები დაესწრნენ.
1993 წლიდან მოყოლებული სოხუმის თეატრი სხვადასხვა დროს შეკედლებული იყო რუსთაველის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თავისუფალ და ახმეტელის თეატრებში. ამიერიდან კი ის საკუთარ შენობაში გააგრძელებს საქმიანობას.
13 იანვარს, ქ. ქუთაისში, საქართველოს პარლამენტმა საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე 200 დევნილ მოზარდს უმასპინძლა. ბავშვებს 2017 წლის დადგომა მოულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს პარლამენტის თავმჯდომარემ ბატონმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა, რის შემდეგაც საზეიმო ღონისძიებამ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გადაინაცვლა, სადაც ბავშვებს წარმოუდგინეს სპექტაკლი „ჭინჭრაქა“.
ღონისძიებაში, რომლის ორგანიზებაში ჩართული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობა, მონაწილეობა მიიღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში განთავსებულმა 6-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებმა და ქ. ქუთაისში მოქმედი აფხაზეთის, N5 და ჟიული შარტავას სახელობის N6 საჯარო სკოლების აღსაზრდელებმა.