მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
ქალაქ ქუთაისში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
 
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან და მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძესთან ერთად დაესწრო.
 
მთავრობის თავმჯდომარემ დევნილ ბენეფიციარებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები-მეწარმეობოს ხელშეწყობა, ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა და ახალი პროგრამები გააცნო, ასევე აფხაზეთის მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერებაზე ისაუბრა.
 
შეხვედრის მონაწილეებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული და მოქმედი პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ მხარდაჭერას.