აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მთავარი სტრუქტურა ანალიტიკა კონტაქტი
ახალი ამბები
შეხვედრა იუსტიციის დეპარტამენტში

ამა წლის 23 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში შედგა შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ იუსტიციის მინისტრსა  და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონ ოთარ ბენიძესთან.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი.

მოწვეულმა სტუმარმა, ბატონმა ოთარ ბენიძემ ისაუბრა აფხაზეთის კონფლიქტის სამართლებრივ–პოლიტიკური ასპექტებზე. გაიხსენა კონფლიქტში მონაწილე მხარეთა შეხვედრები და მათ მიერ დადებული ხელშეკრულებები. ასევე, მიმოიხილა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საერთაშორისო აქტები, რეზოლუციები და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას.

შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების როლი კონფლიქტის დარეგულირების საკითხში და ის საკანონმდებლო პრობლემები, რომლებიც დღის წესრიგში დგას ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ იურისდიქციის თვალსაზრისით.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტისა და სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლები.

შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.

იუსტიციის დეპარტამენტში სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა შედგა

იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით დევნილთა სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის რეფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის ბრძანებით სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა შედგა.

 

შეხვედრას ხელმძღვანელობდა აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ბატონი იგორ კოპალიანი. შეხვედრაზე დეტალურად განხილულ იქნა დევნილთა მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა და მომზადდა კონკრეტული წინადადებები.

შემაჯამებელი შეხვედრა კონსტრუქციულ ვითარებაში წარიმართა.

სამუშაო შეხვედრა უკრაინის სამთავრობო ჯგუფთან

2018 წლის 5 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა უკრაინის სამთავრობო ჯგუფთან, რომელსაც წარმოადგენდა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, კონფლიქტისა და კონფლიქტის შემდგომი შერიგების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ქალბატონი ალინა მასლო და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის ორგანიზაციული საკითხების სამმართველოს ხელმძღვანელი ქალბატონი ოლგა ოსტაპჩუკი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო ჯგუფს წარმოადგენდნენ  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი პეტრე კანკავა.

შეხვედრაზე უკრაინის მთავრობის დელეგატებს აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის საქმიანობისა და კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობის შესახებ. ასევე, გაუზიარეს გამოცდილება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებულ აფხაზეთში მაცხოვრებელი მოსახლეობის დახმარების მიმართულებით განხორციელებული პროგრამების თაობაზე.

სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა

არასამთავრობო ორგანიზაცია  საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი“-ს ოფისში დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის რეფორმების თაობაზე წინადადებების მომზადების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდონარესთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრას ესწრებოდნენ: აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის წევრები და მოწვეული სპეციალისტები. შეხვედრაზე დეტალურად განხილულ იქნა დევნილთა მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა და მომზადდა კონკრეტული წინადადებები.

სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტში

აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტში  2018 წლის 19 ივლისს, დეპარტამენტის თავმჯდომარის იგორ კოპალიანის ხელმძღვანელობით სამუშაო შეხვედრა შედგა.  შეხვედრაზე განხილულ იქნა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ დევნილობაში მიღებული ნორმატიული აქტების ბეჭდური გამოცემასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები.

შეიქმნა სარედაქციო ჯგუფი.

დაიგეგმა განსახორციელებელი ღონისძიებები და ერთხმად სამუშაო ჯგუფის ხელმძრვანელად  არჩეულ იქნა აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი, პროფესორი   ავთანდილ ხაზალია.

იგორ კოპალიანი: ამ განცხადებით რეჟიმმა მოახდინა სხვა რეჟიმის აღიარება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იგორ კოპალიანმა, „კვირას“ პრესკლუბში, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ფაქტზე, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის პოზიცია გაახმოვანა.
“ნიშანდობლივია, რომ მოსკოვში მდებარე სირიის არაბული რესპუბლიკის საელჩოდან გავრცელდა ე.წ. კომუნიკე, რომელშიც საუბარია ასადის რეჟიმსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიპლომატიური ურთიერთობების ამოქმედებაზე. მოგეხსენებათ, ასადის რეჟიმი არ გახლავთ ავტორიტეტი მსოფლიო თანამეგობრობისთვის, პრაქტიკულად ამ განცხადებით რეჟიმმა მოახდინა სხვა რეჟიმის აღიარება. ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი ნებაა და ამიტომ ასადის ქმედებას გაგრძელება არ მოჰყვება. რუსეთის მხრიდან განხორციელებული ეს გამოწვევა არ იქონიებს უკუშედეგებს.
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელმა უკვე გაავრცელა საპროტესტო ნოტა ამასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, პოზიცია გაიზიარეს ქვეყნის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  უკვე დაიწყო დოკუმენტზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც იგი წყვეტს სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ თითქოს სომხეთმა აღიარა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პასპორტები, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ, ჩვენის მხრივ, შემოღებული გვაქვს ნეიტრალური პირადობის მოწმობები, რომლებითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები სარგებლობენ, ამ მოწმობებს აღიარებს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, ევროკავშირიც და შესაძლოა, სწორედ ამ მოწმობების აღიარებაზე იყო საუბარი”, – განაცხადა კოპალიანმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში იუსტიციის დეპარტამენტი ანგარიშით წარსდგა

2018 წლის 18 მაისის აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ფრაქციების „მრგვალი მაგიდა – დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და დეოკუპაციის, საერთაშორისო ურთიერთობებისა, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომისიის ერთობლივ სხდომაზე, დისკუსიის ფარგლებში თემაზე, „ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების და მათზე რეაგირების მექანიზმების ამოქმედებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ჩართულობის შესახებ“ მოსმენილ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბატონ ი. კოპალიანის ანგარიში. სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ და საკითხის განხილვაში  მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსმა ა. ხაზალიამ, მთავარმა სპეციალისტმა ვ. ბარკალაიამ, უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსმა ზ. მებონიამ, აფხაზეთის მთავრობის აპარატის იურისტმა ნ. ჯალაღონიამ.

სხდომაზე განხილულ აფხაზეთის ოკუპრიებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში ფაქტები და ამ მიმართულებით მუშაობაში იუსტიციის დეპარტამენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის კოორდინირებული ჩართულობის აქტუალური საკითხები.
განხილულ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებულმა სხდომამ მიიღო შესაბამისი რეკომენდაციები.

სტაჟიორებთან შეხვედრა აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტში

მიმდინარე წლის 24 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში  სტაჟირების დაწყებასთან დაკავშირებით მოეწყო შეხვედრა  სტაჟიორებთან.  სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის შესახებ შეტყობინება განთავსდა საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე – hr.gov.ge.  

განაცხადი გააკეთა 95 კანდიდატმა. გასაუბრების შედეგად სტაჟირების გავლის უფლება საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით მოიპოვა 8 კანდიდატმა. სტაჟირების გავლის კომისიამ სტაჟიორებს გააცნო დეპარტამენტის საქმიანობა,  ის საკანონმდებლო ბაზა, რითაც განისაზღვრება დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი პრინციპები. სტაჟირების მიზანია აკადემიური განათლებისა და თეორიის დაკავშირება პრაქტიკასთან, უკეთ მომზადება მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის. სტაჟიორები აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტში 6 თვეს დაჰყოფენ. ისინი უშუალოდ ჩაერთვებიან დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში.

სამუშაო შეხვედრა იუსტიციის დეპარტამენტში

2017 წლის 28 ივნისს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლების მონაწილეობით  აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საჯარო მოხელეების შეხვედრა გაიმართა.  განხილულ იქნა  “საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა.

სამუშაო შეხვედრა იუსტიციის დეპარტამენტში

2017 წლის 28 ივნისს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლების მონაწილეობით  აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საჯარო მოხელეების შეხვედრა გაიმართა. განხილულ იქნა  “საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა.

სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურების წარმომადგენელთათვის

2017 წლის 9 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით აფხაზეთის ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურების წარმომადგენელთათვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა. სადაც განხილულ იქნა: „ნორმატიული აქტების შესახებ“აფხაზეთის კანონში შეტანილი ცვლილებები („ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 25 მაისის N 243 კანონის განხილვა);  დევნილთა სოციალურ-სამართლებრივ პრობლემებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებები.  სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართალშემოქმედებითი სამმართველოს უფროსი ქალბატონი ელისო გვასალია.  სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა.

კონფლიქტების დარეგულირების სამართლებრივი მექანიზმები

2017 წლის 28 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით აფხაზეთის ხელისუფლების საჯარო მოხელეთათვის ჩატარდა ტრენინგ-სემინარი თემაზე: “კონფლიქტების დარეგულირების სამართლებრივი მექანიზმები”. ტრენინგ-სემინარს უძღვებოდა აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი დავით გეფერიძე. ტრენინგ-სემინარი კითხვა პასუხის რეჟიმში ჩატარდა.

ტრენინგი-სემინარი: „ეთიკისა და ქცევის ზოგადი ნორმები საჯარო მოხელეთათვის“

2017 წლის  23 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების საჯარო მოხელეთათვის ჩატარდა ტრენინგ-სემინარი თემაზე: „ეთიკისა და ქცევის ზოგადი ნორმები საჯარო მოხელეთათვის“. ტრენინგ-სემინარს უძღვებოდნენ  საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები.  ტრენინგ-სემინარი კითხვა–პასუხის რეჟიმში ჩატარდა.

აფხაზეთის მთავრობაში ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივასთან – „დევნილთა შემწეობის რეფორმების ალტერნატივები” დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, საერთაშორისო ორგანიზაცია „აფხაზეთი”-ს ხელმძღვანელი ჯონი შამათავა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დაპროგრამების ფონდი”-ს ხელმძღვანელი ირაკლი ბოკუჩავა მონაწილეობდნენ.  დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე  შეხვედრა შედგა.

სამუშაო შეხვედრა შრომით ურთერთობებთან დაკავშირებით

2016 წლის 13 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირთათვის  ჩატარდა  ღონისძიება  (ტრენინგ-სემინარი) თემაზე: – „შრომითი ურთიერთობის წარმოშობა და შრომითი ურთიერთობების სუბიექტები“.  ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების  იურისტი თამარ სურმავა.ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის  აპარატისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ შესაბამისად, განხილულ იქნა შრომითი ურთიერთობების წარმოშობისა და შეწყვეტის  სამართლებრივი ნორმები, დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებები, შრომის საერთაშორისო სტანდარტები  და რეკომენდაციები.