მთავარი/სამინისტრო/ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო/სააგენტოს პროგრამები
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

ა(ა)იპ  აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტო

ტელეფონი: +995 577 09 25 51

ელ.ფოსტა: acmi.abkhazia@gmail.com

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №16, სართული 6, 0186, თბილისი, საქართველო

2025 წლის პროგრამები

1. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა საკონსულტაციო-სადიაგნოსტიკო მომსახურების ანაზღაურება:

მიზანი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა სამედიცინო მომსახურების (ექიმის კონსულტაცია და ამბულატორიული კვლევები) დაფინანსების უზრუნველყოფა  შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში.

მოსარგებლე - პროგრამით  ისარგებლებენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები.

2. სარიტუალო მომსახურების ანაზღაურება:

მიზანი-საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გარდაცვლილ ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა სარიტუალო მომსახურება და ტრანსპორტირება ენგურის ხიდამდე (რუხი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

მოსარგებლე-პროგრამით  ისარგებლებენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები.

 
3. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა რეფერალური თანადაფინანსება:

მიზანი - რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. განსაკუთრებით მძიმე პაციენტთა ტრანსპორტირება ენგურის ხიდამდე.

მოსარგებლე - პროგრამით  ისარგებლებენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები.

4. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მომუშავე ექიმებისა და საშუალო სამედიცინო პერსონალის გადამზადება

მიზანი - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მომუშავე ექიმების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მედიცინის თანამედროვე მიდგომების თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

მოსარგებლე - პროგრამით  ისარგებლებენ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელიც სამედიცინო საქმიანობას ეწევა აფხაზეთში.