
ახალი ამბები

მინისტრმა ახალგაზრდებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდების გაცნობა და დაახლოება მნიშვნელოვანია. ტრენინგის ფარგლებში შეძენილი უნარ-ჩვევები გაააქტიურებს და ხელს შეუწყობს მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას, სოციალიზაციასა და სამოქალაქო ინტეგრაციას“-აღნიშნა ნანა გაბელიამ.
ოკუპირებული გალის რაიონიდან ოთხი აბიტურიენტი, მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ორგანიზებულ, თბილისში მიმდინარე ორდღიან ტრენინგს ესწრებოდა.
კურსის ფარგლებში, ახალგაზრდები ფასილიტატორების დახმარებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესებს აქტიურად განიხილავდნენ.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.


ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა, ნანა გაბელიამ გახსნა.
შეხვედრაზე მინისტრის აპარატის საქმიანობისა და მრჩეველთა საბჭოს პროექტის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
სამუშაო ფოკუს ჯგუფების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების, მომზადებული რეკომენდაციებისა და ინიციატივების განხილვაც მოეწყო.
„მრჩეველთა საბჭოს წევრები ღია კონკურსის წესით შევარჩიეთ. საბჭო იქნება წარმომადგენლობითი, საკონსულტაციო ორგანო და ახალგაზრდული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით მინისტრის აპარატს რეკომენდაციებს წარუდგენს. ერთი წლის განმავლობაში 11 ახალგაზრდისგან დაკომპლექტებული გუნდი ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებას უზრუნველყოფს. გაიმართება მნიშვნელოვანი შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პროექტის ყველაზე აქტიური ორი წარმომადგენელი საქართველოს ფარგლებს გარეთ დაგეგმილ ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას“-განაცხადა მინისტრმა.
პროექტი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ხორციელდება.
























ნანა გაბელია ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში - ავიცრათ ერთმანეთისთვის თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში აფხაზეთიდან დევნილების იმუნიზაციის პროცესს დაესწრო და დევნილ საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
,,ორი წელია მსოფლიო კორონა ვირუსს ებრძვის. ჩვენს ქვეყანაში კი მდგომარეობას ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ამძიმებს. ყოველდღიურად ინფიცირებული ადამიანების რიცხვი ათასებს სცდება. ანტირეკორდების ჯაჭვის გაწყვეტის ერთადერთი გზა ვაქცინაციაზე გადის. ჩვენი მინისტრის აპარატი აქტიურად ჩაერთო კამპანიაში ავიცრათ ერთმანეთისთვის და დღევანდელი დღეც ამის მაგალითია. აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით უერთდება ვაქცინირებული ადამიანების რიგებს. საჭიროა ერთიანი ძალისხმევა და მონდომება და ეს არის ვაქცინაცია - ავიცრათ ერთმანეთისთვის''- განაცხადა ნანა გაბელიამ.


