აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

გრძელდება შეხვედრები ქალაქ თბილისში ორგანიზებულ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ პირებთან.

2017  წლის 9 თებერვალს,  აღმოსავლეთ საქართველოში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გასული იყვნენ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირ №37 -ში მდებარე ორგანიზებული ჩასახლების  სამ კორპუსში. სამუშაო ჯგუფი  ადგილზე გაეცნო დევნილთა სოციალურ და საყოფაცხოვრებო პირობებს. დევნილებს ადგილზე მიეწოდათ ინფორმაცია განემარტათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული  პროგრამების შესახებ.