აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისიის’’ სხდომა

 

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში  „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისიის’’ სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილულ იქნა 2019 წელს აფხაზეთის ა/რ ბიუჯეტის ფარგლებში  კატეგორიების მიხედვით  მეორე მსოფლიო ომის  ვეტერანებზე, I ჯგუფის ინვალიდებზე, მარჩენალდაკარგულებზე ,დედ-მამით ობოლ არასრულწლოვანებზე, ოთხი და მეტი არასრულწლოვანშვილიან ოჯახებზე, 100 წელს გადაცილებულებზე,  უნარშეზღუდულ ბავშვებზე, ბავშვობიდან ინვალიდზე და სხვა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ დევნილ მოქალაქეებზე/ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის მიმართულებების და სტრატეგიების განსაზღვრა.