აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ, ქ. თბილისში, აფხაზეთის მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტში განხორციელდა მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის შემდეგი სამუშაო:
ქ. თბილისი, ზღვის უბნის, მე-11 მ/რ, მე-2 კვარტალი, კორპუსი N-21ა: განხორციელდა საცხოვრებელი შენობის არსებული დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის მოხსნა და ახალი საკანალიზაციო სისტემის მოწყობა.