აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ზუგდიდში განახლებული საჭადრაკო სკოლის გახსნას აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ

ზუგდიდში განახლებული საჭადრაკო სკოლის გახსნას აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ
ზუგდიდში განახლებული საჭადრაკო სკოლა გაიხსნა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა სკოლის შენობა. შეიცვალა მთლიანად ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა წყალგაყვანილობა, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.
საჭადრაკო სკოლის საზეიმო გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოჭადრაკეებთან ერთად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ესწრებოდნენ.