აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
2019 წლის 18 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა რომელსაც ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მევლუდ ჯაჭვლიანი დაესწრო

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

მთავრობის სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“

განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი.

მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, განიხილეს გაცემული რეკომენდაციები და შენიშვნები და წარმომადგენლობების მიერ მათ შესასრულებლად მიღებული ზომები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, კულტურის ცენტრ შპს ,,თბილისი არტ ჰოლი’’, შპს „თანამედროვე ახალგაზრდული პროფესიული თეატრი სივრცე“-სა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა

28 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, კულტურის ცენტრ შპს ,,თბილისი არტ ჰოლი’’, შპს „თანამედროვე ახალგაზრდული პროფესიული თეატრი სივრცე“-სა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეებმა განსაზღვრეს თანამშრომლობის სფეროები: სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებიდან ბავშვების განვითარების მიზნით, მათი ჩართულობა კულტურის ცენტრში არსებულ სხვადასხვა აქტივობებში.
1. კულტურის ცენტრი შპს „თბილისი არტ ჰოლი’’ მის მიერ შერჩეულ ბავშვებს მისცემს საშუალებას, სრულიად უფასოდ, დაეუფლონ ქართულსა და სამეჯლისო ცეკვებს, მხატვრულ კითხვასა და საბალეტო ხელოვნებას;
2. შპს ,,თანამედროვე ახალგაზრდული პროფესიული თეატრი სივრცე’’ მის მიერ შერჩეულ ბავშვებს, ასევე უფასოდ მისცემს საშუალებას, მონაწილეობა მიიღონ თეატრის მიერ დადგმულ სპექტაკლებში.
დევნილთა საქმეების დეპარტამენტი უზრუნველყოფს ქასთინგისთვის, (სადაც ჟიურის მიერ მოხდება მოზარდთა შერჩევა, გადანაწილება სხვადასხვა წრეებში) სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ზემო აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების ინფორმირებას და ქასთინგზე მოზარდთა დასწრების ორგანიზებას.
აღნიშნულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს ,, თბილისი არტ ჰოლი’’-ს დირექტორმა ნანა გოდერძიშვილმა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კუჭუხიძემ.
ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პირები.

ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობამ და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტმა ზემო აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცა

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტმა და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობამ, 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, 2001-2018წწ. დაბადებულ ბავშვებს, ომში დაღუპული პირის ოჯახის წარმომადგენელს, ხანდაზმულ პირებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მარტოხელა პენსიონერებს დამდეგი შობა - ახალი წლის დღესასწაული მიულოცა და გადასცა საახალწლო საჩუქარი - სასურსათო პაკეტი (ფქვილი, შაქარი, ზეთი, შესქელებული რძე, მაკარონი, ორცხობილა);

2018 წლის 25 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ", ასევე საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავის აღნიშვნის მიზნით საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ. მოისმინეს ინფორმაცია 2019 წელს აფხაზეთის მთავრობის სხდომებზე განსახილველი საკითხების შესახებ.

2018 წლის 22 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს  ინფორმაცია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის, აფხაზეთის ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში ჩატარებული ფინანსური აუდიტის შედეგად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდეციების შესრულების შესახებ.

ასევე, დღევანდელ სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული 2017 წლის მიზნობრიობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში.

მთავრობის სხდომაზე განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე აფხაზეთის კანონის პროექტი.

2018 წლის 19 მაისს, საზოგადოებრივ კოლეჯ “ორიენტირში" ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ერუდიტი”-ს ფინალი გაიმართა

2018 წლის 19 მაისს, საზოგადოებრივ კოლეჯ “ორიენტირში" (ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. №28), ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ერუდიტი”-ს ფინალი გაიმართა. ფინალში მონაწილეობა მიიღეს იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ს. წინწყაროში ჩატარებულ შესარჩევ ტურებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს და ხუთეულში მოხვდნენ.

ფინალურ ტურში მონაწილე ყველა მოსწავლე მუნიციპალიტეტის მიერ საჩუქრებით დაჯილდოვდა.

ასევე, მუნიციპალიტეტის მიერ საჩუქარი გადაეცა 2017-2018 სასწავლო წლის კოდორის ხეობის "ეტალონ მოსწავლეს” – მარიამ ჩოფლიანს.

"ერუდიტი"-ს ფინალური ტური, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის, ა(ა)იპ „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის აჟარის კულტურის ცენტრისა" და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

უკვე წლებია, რაც ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტი "ერუდიტი" აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ტარდება. პროექტის მიზანია ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსწავლეებში ინტელექტუალური დონის ამაღლება, მათი მოტივირება და სწავლა-განათლებით დაინტერესება.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობა და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობა მადლობას უხდის საზოგადოებრივ კოლეჯ “ორიენტირ"-ს და მის ხელმძღვანელობას, "ერუდიტი"-ს ფინალური ტურის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის.

 

მიმდინარე წლის 14 აპრილს, დედაენის ბაღში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მიმდინარე წლის 14 აპრილს, დედაენის ძეგლთან, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის, ა(ა)იპ „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის აჟარის კულტურის ცენტრისა" და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა ბავშვებმა.

ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებს მუნიციპალიტეტის მიერ საჩუქრად გადაეცათ წიგნები.

დედაენის დღე აღნიშნეს და ღონისძიებას დაესწრნენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის, ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები.

ღონისძიების მონაწილეებმა დედაენის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.