ტელეფონი: 143 (ზარი უფასოა) ან (+995 32) 295 03 24
ელ.ფოსტა: apkhazeti@mes.gov.ge ან meca@abkhazia.gov.ge
მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქუჩა №68, 0101, თბილისი, საქართველო
2026 წლის პროგრამები
1. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის აღიარება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ახდენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის აღიარებას.
სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის საშუალო სკოლების მოსწავლეები და კურსდამთავრებულები.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
2. განათლების ხელშეწყობა
2.1 „სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება“
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების გათვალისწინებით დაფინანსების გამოყოფა.
ქვეპროგრამის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, სასწავლო პირობებისა და გარემოს გაუმჯობესება.
სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო და დროებით ოკუპირებული ტერიტორიის გალის რაიონის სკოლები.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
2.2 ქვეპროგრამა - „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა“
აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული წარმატებული, ნიჭიერი, საზოგადოებრივად აქტიური სტუდენტი-ახალგაზრდების სწავლების ფინანსური მხარდაჭერა.
ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული სტუდენტების აკადემიური წარმატების წახალისება, ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტების მხარდაჭერა და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის შემადგენელი კომპონენტები
- საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტთა ფინანსური დახმარება/სტიპენდია
სამიზნე ჯგუფები: ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდები აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო) სტუდენტები.
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს სამინისტროში მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის ასლი;
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ხელმოწერილი ან ბეჭდით დადასტურებული ცნობა სასწავლებლიდან სტუდენტის სტატუსის თაობაზე;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ხელმოწერილი ან ბეჭდით დადასტურებული დოკუმენტი (დედანი) აკადემიური მოსწრების თაობაზე (კომისია იხელმძღვანელებს ბოლო სემესტრის მონაცემებით);
ვ) წარმატებულობისა და განსაკუთრებული მიღწევების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის სერტიფიკატები, სიგელები (არსებობის შემთხვევაში);
ზ) საბანკო რეკვიზიტები.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
2.3 „დისტანციური სწავლების სკოლა“
აფხაზეთის საშუალო და საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, არაფორმალური დისტანციური განათლების გზით ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობა.
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ორი პროექტი - „ონლაინ საკვირაო სკოლა“ და ონლაინ კლასი - „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა“.
ქვეპროგრამის მიზანია დროებით ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების არაფორმალურ დისტანციურ განათლებაში ჩართულობის, განათლების დონის ამაღლების, განვითარებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა.
სამიზნე ჯგუფები: დროებით ოკუპირებული ტერიტორიის გალის რაიონის საშუალო და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
2.4 „განათლება მომავლისათვის“
ქვეპროგრამა ითვალისწინებს არაფორმალური განათლების მნიშვნელობის გაძლიერებას მშვიდობის მშენებლობის საქმეში და წიგნიერების, განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს აერთიანებს.
- აფხაზური ენის პოპულარიზაცია
- მასწავლებლის პროფესიის გაძლიერება, მხარდაჭერა
- ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა
- სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია
- ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებების მხარდაჭერა
- არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.
პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის შემადგენელი კომპონენტები
ტრენინგები, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და სხვადასხვა ტიპის არაფორმალური შეხვედრები, კონკურსები, სპორტული და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებები და სხვა.
სამიზნე ჯგუფები:
- აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიის მოსწავლეები
- აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიის პედაგოგები
- აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიის კურსდამთავრებულები
- აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული მოსწავლეები
- აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული სტუდენტები
- ღვაწლმოსილი პედაგოგები
- სსსმ და შშმ პირები
- საზოგადოების ფართო მასები.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
2.5 აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა
აფხაზური ენის დაცვა, პოპულარიზაცია და განვითარება.
ქვეპროგრამის მიზანია აფხაზური ენის მასწავლებლების ფინანსური დახმარება.
პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის შემადგენელი კომპონენტები
აფხაზური ენის მასწავლებლების ფინანსური მხარდაჭერა.
სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო სკოლების აფხაზური ენის პედაგოგები.
2.6 სტიპენდიები
„დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა სახელობის სტიპენდია“
ქვეპროგრამა ემსახურება სტუდენტებში აფხაზეთის თემატიკის გააქტიურებას/პოპულარიზაციას, ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას. დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად ცხადდება კონკურსი.
ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტების მოტივაციის ამაღლება, აფხაზეთის თემის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების მხარდაჭერა.
სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტების წარდგენის უფლება აქვთ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარდგინება;
ბ) რეკომენდაცია წარდგენილ კანდიდატზე;
გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
დ) სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომი;
ე) სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომის გამოქვეყნების, სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ვ) სიგელები, სერთიფიკატები;
ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი:
თ) კანდიდატის რეზიუმე (ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობების შესახებ);
„ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია“
ქვეპროგრამა ემსახურება სტუდენტებში აფხაზეთის თემატიკის გააქტიურებას/პოპულარიზაციას, ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას. ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად ცხადდება კონკურსი.
ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტების მოტივაციის ამაღლება, აფხაზეთის თემის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების მხარდაჭერა.
სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტების წარდგენის უფლება აქვთ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარდგინება;
ბ) რეკომენდაცია წარდგენილ კანდიდატზე;
გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
დ) სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომი;
ე) სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომის გამოქვეყნების, სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ვ) სიგელები, სერთიფიკატები;
ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი:
თ) კანდიდატის რეზიუმე (ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობების შესახებ);
„აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია“
ქვეპროგრამა ემსახურება ახალგაზრდებში მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების საგნების პოპულარიზაციას. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად ცხადდება კონკურსი.
ქვეპროგრამის მიზანია მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების დისციპლინების პოპულარიზაცია.
სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტების წარდგენის უფლება აქვთ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარდგინება;
ბ) რეკომენდაცია წარდგენილ კანდიდატზე;
გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
დ) სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომი;
ე) სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომის გამოქვეყნების, სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ვ) სიგელები, სერთიფიკატები;
ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
თ) კანდიდატის რეზიუმე (ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობების შესახებ);
„თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, გურამ გაბესკირიას, მიხეილ ჯინჭარაძის, მიხეილ კოკაიას, ჯუმბერ ბეთაშვილის, რაულ ეშბას სახელობის სტიპენდიები“
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტების განათლების ხელშეწყობა და წახალისება.
სამიზნე ჯგუფები:
- აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სტუდენტები.
- მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები.
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული იძულებით გადაადგილებული პირები აფხაზეთიდან.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
2.7 პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა სკოლებში
ქვეპროგრამა ემსახურება ახალგაზრდებში პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის ზრდასა და საინტერესო პროფესიის ფარგლებში საბაზო უნარების განვითარებას.
ქვეპროგრამის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და პროფესიული პირველადი უნარების განვითარების ხელშეწყობა.
სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო სკოლების და დროებით ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლის მოსწავლეები/ახალგაზრდები.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
2.8 შემეცნებით-საგანმანათლებლო ბანაკები
ქვეპროგრამა მოიცავს სწავლასა და აქტიურ დასვენებას. ბანაკის ბენეფიციარები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით გაივლიან ტრენინგ-სემინარებს, შეძლებენ შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების წარმოჩენა-განვითარებას, საინტერესოდ დასვენებასა და გართობას.
ქვეპროგრამის მიზანია მოზარდების განვითარება, სამოქალაქო ცნობიერების ამღლება, ინტეგრაციის ხელშეწყობა, დასვენება, პოზიტიური ემოციებისა და განწყობის უზრუნველყოფა.
პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის შემადგენელი კომპონენტები
- საგნობრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი ტრენინგები
- კულტურული და შემეცნებით-გასართობი ხასიათის ღონისძიებები
- სპორტულ – გამაჯანსაღებელი ღონისძიებები
სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დისტანციური სწავლების სკოლის ბენეფიციარები (დროებით ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო და აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები).
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
2.9 სკოლისშემდგომი განათლების მხარდაჭერა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების სასწავლო კურსის სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭერას.
ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის კურსდამთავრებულთა უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობა.
პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის შემადგენელი კომპონენტები
- ბენეფიციართა განსაზღვრა და კომისიური გადაწყვეტილების მიღება
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:
ა) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ,,სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის“ სტუდენტები აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან.
ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ,,სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამის" კურსდამთავრებულები (აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან)
გ) ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეები და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად ჩარიცხული კურსდამთავრებულების შემთხვევაში განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი.
გ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ)ცნობა 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის თაობაზე;
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
2.10 გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარება
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და მუსიკალური და სამხატვრო სკოლების პედაგოგებისა და ადმინტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარება.
პროგრამის მიზანია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური მხარდაჭერა.
პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის შემადგენელი კომპონენტები: ფინანსური დახმარება
სამიზნე ჯგუფები: დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების (საბავშვო ბაღები), მუსიკალური და სამხატვრო სკოლების პედაგოგები და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
3. აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს ავტორთა გუნდის მიერ მომზადებული შრომების გამოცემას, დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების დაფინანსებას, დოქტორის აკადემიური ხარისხის, აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირების მეცნიერული კვლევების გამოქვეყნებას.
პროგრამის მიზანია დოქტორანტების საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში ჩართულობისა და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო ცოდნითა და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილი კადრების მომზადების ხელშეწყობა.
პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის შემადგენელი კომპონენტები: ფინანსური დახმარება
სამიზნე ჯგუფები: დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, დოქტორის აკადემიური ხარისხის, აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირები.
სამეცნიერო ნაშრომებისა და კონფერენციის მასალების ბეჭდვასთან დაკავშირებული პროექტების ავტორებს სამინისტროში მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:
ა) განცხადება მინისტრის სახელზე;
ბ) სარეკომენდაციო წერილი წარმდგენი დაწესებულებიდან;
გ) პროექტის თაობაზე შევსებული განაცხადის/ანკეტის ფორმა;
დ) არანაკლებ ორი რეცენზია გამოსაცემ ნაშრომზე;
ე) გამოსაცემი ნაშრომის ელექტრონული ვერსია;
ვ) მონაცემები პროექტის წარმდგენი რეკომენდირებული პირის შესახებ (cv);
ზ) პირადობის მოწმობის ასლი;
თ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
ი) ინვოისები არანაკლებ ორი გამომცემლობიდან.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა სტუდენტები რომლებიც ირიცხებიან ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სამინისტროში მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
დ)უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ხელმოწერილი ბეჭდით დადასტურებული ცნობა სასწავლებლიდან სტუდენტის სტატუსის თაობაზე;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ხელმოწერილი ბეჭდით დადასტურებული დოკუმენტის დედანი აკადემიური მოსწრების თაობაზე;
ვ) არსებობის შემთხვევაში სერტიფიკატები, სიგელები;
4. წარმატებულ ხელოვანთა და სპორტსმენთა მხარდაჭერა
4.1 „ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია“
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ ცხადდება. საკონკურსო ნამუშევრის წარდგენის უფლება აქვს როგორც ფიზიკურ პირს, ასევე სასწავლო დაწესებულებას, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში საქმიანობს. კონკურსში გამარჯვებულს ენიჭება ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება და დიპლომთან ერთად გადაეცემა ფულადი ჯილდო.
ქვეპროგრამის მიზანია: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგის განვითარების ხელშეწყობა; ხელოვანთა წახალისება, მხარდაჭერა, მოტივაციის ამაღლება და შემოქმედების პოპულარიზაცია.
სამიზნე ჯგუფები: სახვითი (ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა) და გამოყენებითი ხელოვნების დარგში მოღვაწე პირები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნამუშევარი უნდა წარმოადგინონ სამინისტროში, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე (შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე), შემდეგ დოკუმენტაციასთან ერთად:
ა) საკონკურსო განაცხადი;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) პირადობის მოწმობის ასლი.
საკონტაქტო პირი: კახაბერ ძაძამია 555 38 43 49
4.2 „ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია“
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია ენიჭებათ საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული სპორტული მიღწევების მქონე ახალგაზრდებს (16-23 წლის ჩათვლით) სპორტის ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და პარალიმპიურ სახეობებში.
ქვეპროგრამის მიზანია : სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ვიქტორ სანეევის სახელის უკვდავყოფა, აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული და აფხაზეთის სახელით მოასპარეზე ახალგაზრდა, წარმატებული სპორტსმენების წახალისება და მოტივაციის გაზრდა.
სამიზნე ჯგუფები: საქართველოს ეროვნული ან/და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური სპორტული ფედერაციების წევრი, აფხაზეთის სახელით მოასპარეზე, აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდა, წარმატებული სპორტსმენები.
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კომისიაში წარდგენილ განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) შესაბამისი სპორტული ფედერაციის წარდგინება;
ბ) სიგელები, დიპლომები, ჯილდოები და წარმატების დამადასტურებელი ფოტომასალა;
გ) მწვრთნელის რეკომენდაცია;
დ) კონკურსანტის ავტობიოგრაფია/CV;
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ვ) დევნილის მოწმობის ასლი.
საკონტაქტო პირი: კახაბერ ძაძამია 555 38 43 49
4.3 „ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია“
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია ენიჭებათ საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული სპორტული მიღწევების მქონე ახალგაზრდებს (16 წლამდე) სპორტის ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და პარალიმპიურ სახეობებში.
ქვეპროგრამის მიზანია: სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ვიტალი დარასელიას სახელის უკვდავყოფა, აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული და აფხაზეთის სახელით მოასპარეზე ახალგაზრდა სპორტსმენთა მხარდაჭერა, წახალისება და მოტივაციის ამაღლება.
სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული და აფხაზეთის სახელით მოასპარეზე 16 წლამდე ახალგაზრდა, პერსპექტიული სპორტსმენები, სპორტის როგორც ინდივიდუალურ ასევე გუნდურ სახეობებში.
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კომისიაში წარდგენილ განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) შესაბამისი სპორტული ფედერაციის წარდგინება (არადევნილი სპორტსმენის შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს, რომ სპორტსმენი შეჯიბრებებზე აფხაზეთის სახელით გამოდის);
ბ) სიგელები, დიპლომები, ჯილდოები და წარმატების დამადასტურებელი ფოტომასალა;
გ) მწვრთნელის რეკომენდაცია;
დ) კონკურსანტის ავტობიოგრაფია/CV;
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ვ) დევნილის მოწმობის ასლი (ეს პუნქტი არ ეხება სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში აფხაზეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს).
საკონტაქტო პირი: კახაბერ ძაძამია 555 38 43 49
4.4 „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია“
გიორგი შარვაშიძის ღვაწლის, დამსახურებისა და სახელის უკვდავყოფა; ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით აფხაზეთის თემატიკის აქტუალიზაცია; ხელოვანთა და მეცნიერთა მხარდაჭერა.
სამიზნე ჯგუფები: ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგში მოღვაწე პირები;
სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებები, შემოქმედებითი და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
საკონტაქტო პირი: სალომე თორია
4.5 „გზა გამარჯვებამდე“ (მოტივაციური და საგანმანათლებლო ინიციატივა ახალგაზრდებისთვის)
აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, თვითგანვითარებისა და პიროვნული ზრდის ხელშეწყობა,; წარმატებული სპორტსმენების პირადი მაგალითების გაზიარებით ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლება;
სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო სკოლების მე-10-12 კლასების მოსწავლეები;
დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდები;
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა სპორტსმენები.
4. კულტურულ ფასეულობათა დაცვა და პოპულარიზაცია
5.1 საგანმანათლებლო შემეცნებითი სემინარები
საგანმანათლებლო და შემეცნებითი სემინარების განხორციელება
ქვეპროგრამის მიზანი: მოსწავლე-ახალგაზრდების და საზოგადოების ფართო ფენების აფხაზეთის თემატიკით დაინტერესება, აფხაზეთის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.
სამიზნე ჯგუფები:
- დროებით ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო, აფხაზეთის საჯარო სკოლების და აფხაზეთიდან დევნილი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები;
- სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები
საკონტაქტო პირი: ნონა ქარაია 599 71 45 39
5.2 ონლაინ კლასი - კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა
განსხვავებული ფორმატით -&
