დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილება და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი.