აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2021 წლის 12 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის წევრებს 2021 წლის იანვარში ოკუპირებულ გალის რაიონში მომხდარი სტიქიური უბედურების (ხანძრის) შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის გაწეული მიზნობრივი დახმარებების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

მოისმინეს ანგარიში სავალდებულო სამხედრო სამსახურში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული წვევამდელების 2021 წლის საგაზაფხულო გაწვევის შედეგების შესახებ.

სხდომაზე მოისმინეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და თანმდევი „ჩართულობის სამოქმედო გეგმის“ განახლების, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული საჭიროებებისა და განსახორციელებელი პროექტების წინადადებების შემუშავების თაობაზე.

ასევე, განიხილეს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.