აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მთავრობის თავმჯდომარე - ინტერვიუები

2013-07-04
კონფლიქტის მოგვარების მთავარი გასაღები ხალხშია

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, კონფლიქტის ზონებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანება და აფხაზებთან და ოსებთან მეგობრული ურთიერთობის აღდენის მცდელობას პოზიტიურად აფასებს.

მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის ფონზე, პრემიერმა, კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო წინადადებები გააჟღერა.
ყოლბაიას განცხადებით, რომელიც მან „newspress"-თან საუბარში გააკეთა, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება მრავალწახნაგოვანი პროცესია და ამ პროცესში, თავისი როლი, არასამთავრობო სექტორმა და სახალხო დიპლომატიამაც უნდა ითამაშოს.

,,ეს არის ის, რაზეც საზოგადოება დიდი ხანია საუბრობს. ახლა კი ამ პროცესის გააქტიურებაა საჭირო. აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება მრავალწახნაგოვანი პროცესია და ამ პროცესში თავისი როლი, არასამთავრობო სექტორმა და სახალხო დიპლომატიამაც უნდა ითამაშოს.

მუშაობა ყველა მიმართულებით გასააქტიურებელია, მათ შორის კულუარული სამუშაოებიც. საჭიროა ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებები და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. ამ პროცესს აუცილებლად უნდა მიეცეს დინამიზმი, რომ კონფლიქტის მოგვარების პროცესში გარღვევა მოხდეს. ეს რა თქმა უნდა რთული პროცესია და უპირველეს ყოვლისა, კონსესუსი სამოქალაქო საზოგადოებაში უნდა მიიღწეს, რათა ამან კონფლიქტის მოგვარებას შეუწყოს ხელი. მთავარი გასაღები კი, ჩვენ საზოგადოებაში უნდა გამოინახოს" - აცხადებს ვახტანგ ყოლბაია „newspress"-თან საუბარში.