აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მთავრობის თავმჯდომარე - ინტერვიუები

2013-06-14
ვახტან ყოლბაია - პუტინის განცხადება, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე საუბრის დასაწყებად ერთგვარი შემზადებაა

აფსაინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS

ხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვლადიმერ პუტინის განცხადებას - ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და ის უფრო მრავალწახნაგოვანი უნდა გახდეს.

,,ჩვენთვის ყველაზე მძიმე თემებისადმი ყურადღების გამახვილება, პირველ ეტაპზე შესაძლოა არ მოხდეს და ამის მოლოდინი ჯერჯერობით არც გვქონია. თუმცა ის ფაქტი, რომ ამდენი ხნის დაძაბული ურთიერთობის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი მასმედიის საშუალებით საქართველოზე პოზიტიურ კონტექსტში საუბრობს, მიუთითებს იმაზე, რომ ის მზად არის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის" - განუცხადა „ნიუსპრესს" ყოლბაიამ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იყო კარასინის განცხადებაც.

,,შემთხვევითი არ არის პუტინის განცხადების შემდეგ კარასინის „ერთგვარი დაზუსტება" სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით. მის მიერ გაკეთებული განცხადება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია. პუტინმა შესანიშნავად იცის, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაშვება მთავარი თემა არ არის, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის ერთგვარი მომზადება სხვა, უფრო ცხელი თემების - საქართველოსთვის აქტუალური საკითხების განხილვისათვის" - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.