აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
რეზო ქობალია ფოთში დევნილთა კონფერენციას დაესწრო

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს მიერ ორგანიზებულ დევნილთა კონფერენციას დაესწრო.
კონფერენციაზე ფოთში განსახლებულ დევნილთა სოციალური მდგომარეობის და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ საკითხებზე იმსჯელეს.
კონფერენციაში აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონფერენციის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ფოთის საკრებულოს წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია წარმომადგენლობის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდა.
შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩასახლებულ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

რეზო ქობალია მესტიაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია თანამშრომლებთან ერთად მესტიაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.
შეხვედრაზე მესტიაში ჩასახლებულ დევნილთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაციები მოისმინეს და განსახლებასა და ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე ისაუბრეს.

რეზო ქობალია ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთის“ წარმომადგენელს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთის“ წარმომადგენელს ირაკლი ქოჩუას შეხვდა. შეხვედრას ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე შეთანხმდნენ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების, მათი დასაქმების, მეწარმეობის განვითარებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით განახორციელონ ერთობლივი პროექტები.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი” და „ASB საქართველო“ აშშ-ს მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს ,,დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“, რომელიც მიზნად ისახავს დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების უზრუნველყოფის გზით. ამ მიზნით პროექტის ფარგლებში ზუგდიდში საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი (LDC) შეიქმნა, რომელიც დევნილებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დოკუმენტაციის მომზადებაში კონსულტაციას გაუწევს.

რეზო ქობალია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

რეზო ქობალია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას შეეხო.

მიხეილ მესხის სახელობის ტურნირში საპრიზო ადგილი ოკუპირებული გალის რაიონის საფეხბურთო გუნდმა მოიპოვა

ზუგდიდში, კახათის ჟორა გეთიას სახელობის სტადიონზე, 11 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. ტურნირში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული გუნდი მონაწილეობდა, რომელიც საპრიზო, მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

ტურნირის მონაწილეებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად მიხეილ მესხის მეუღლე ქეთევან მესხი შეხვდა. გამარჯვებულ გუნდებს თასები, სიგელები, მედლები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.

საფეხბურთო ტურნირს ესწრებოდნენ აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტური ჩასახლებებიდან.

რეზო ქობალიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა ჩასახლებებში შესრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს დაფინანსებით სოფელ ჭითაწყარში, ელქსელისა და აღმაშენებლის №222-ში მდებარე, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობას და ხუბულავას ქუჩაზე №14-ში (ყოფილი ვეტლაბორატორიის ერთსართულიანი შენობა) დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა.

აღნიშნულ ობიექტებზე იმყოფებოდნენ და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა  რეზო ქობალიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს  წარმომადგენლებმა.

სამუშაო შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და მთავარი მრჩეველი თემურ ბოკუჩავა მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე  ადგილობრივი ხელისუფლებისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელებული საქმიანობის შესახებ, ასევე დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ისაუბრეს.

დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებს შეხვდა.

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 26 წელი გავიდა. საქართველოს ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა.

დღესვე ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღოლის, დეკანოზ მალხაზ ჭანტურიას მეთაურობით ენგურის ხიდზე მსვლელობა მოეწყო და საქართველოს მთლიანობისთვის პარაკლისი აღევლინა, ხოლო  ზუგდიდის მაცხოვრის კარის ეკლესიაში აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.  

27 სექტემბრის ღამეს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით რუხში, ენგურის ხიდზე მდუმარე აქცია გაიმართა. ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ და მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდნენ სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები.

რეზო ქობალია ფოთში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ქალაქ ფოთში, სასწავლო ცენტრის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხებზე. ასევე, იმსჯელეს სპეციალური კომისიის შექმნაზე, რომელიც იმუშავებს ისეთ საკითხებზე, რაც პორტის სიახლოვეს ჩასახლებულ დევნილებს აწუხებთ.

დევნილებთან შეხვედრაში სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.