-
სამოქმედო გეგმა
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
-
წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა
-
ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
ანგარიშები
-
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
-
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია
-
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია
-
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია
-
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდია
-
ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია
-
აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია
-
კულტურისა და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა სახელობითი სტიპენდიები
-
სტაჟირება უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტებისათვის
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
კულტურისა და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა სახელობითი სტიპენდიები
კულტურისა და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა სახელობითი სტიპენდიები ენიჭებათ აფხაზეთიდან დევნილ, ხელოვნების სფეროში გამორჩეული ნიჭისა და მიღწევების მქონე სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სახელოვნებო საქმიანობაში.
ალექსანდრე შერვაშიძის სახელობის სტიპენდია ენიჭებათ სახვითი ხელოვნების, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის, დიზაინისა და მედიახელოვნების მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით გამორჩეულ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
დიმიტრი ჯაიანის სახელობის სტიპენდია ენიჭება თეატრისა და კინოს მიმართულებით განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით გამორჩეულ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
გურამ ყურაშვილის სახელობის სტიპენდია ენიჭება საშემსრულებლო, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის მიმართულებით განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით გამორჩეულ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
სტიპენდიის ოდენობა: თვეში 300 (სამასი) ლარი (არაუმეტეს 9 სტუდენტისა).
სტიპენდიატს სტიპენდია ეძლევა დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).
ქვეპროგრამით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები:
კანდიდატების შეფასებისას გათვალისწინებული იქნება სტუდენტის მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა ფესტივალში, კონკურსში, ვორქშოფში, გამოფენაში, სპექტაკლში, კინოპროექტში, მუსიკალურ, ქორეოგრაფიულ თუ სხვა კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შექმნილი ან შესრულებული მაღალი მხატვრული ღირებულების ნამუშევრები, მათ შორის: ფერწერა და სხვა ვიზუალური ხელოვნება, სამსახიობო შესრულება თეატრსა და კინოში, ქორეოგრაფიული დადგმები, ვოკალური და მუსიკალური შესრულება, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი შემოქმედებითი მიღწევები და მიღებული ჯილდოები.
თანაბარი შემოქმედებითი მიღწევების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება შემოსული განაცხადების საფუძველზე, რეიტინგული სიის მიხედვით უფრო მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს.
ქვეპროგრამით განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია:
- განცხადება;
- პირადობისა და აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ასლი;
- უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების წარდგინება, რომლითაც ის მიმართავს კომისიას კონკურსანტის კონკრეტული სახელობითი (ალექსანდრე შერვაშიძე, დიმიტრი ჯაიანი, გურამ ყურაშვილი) სტიპენდიის მინიჭების თაობაზე;
- გასული სასწავლო წლის სტუდენტის სასწავლო ბარათი (აკადემიური მოსწრების შესახებ ცნობა/ტრანსკრიპტი);
- ფესტივალებში, კონკურსებში, ვოქშოფებსა და სხვადასხვა სახელოვნებო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები, თეატრის, კინოს, ქორეოგრაფიული დადგმების, ვოკალური და მუსიკალური შესრულების ჩანაწერები/ამონარიდი, დიპლომები, ჯილდოები ან/და ნებისმიერი სახის ინფორმაციას/დოკუმენტაცია ან სხვა მასალა, რომელიც წარმოაჩენს განმცხადებლის უნარებსა და შესაძლებლობებს სახელოვნებო/შემოქმედებითი მიმართულებით.
განაცხადების მიღება 2026 წლის 30 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68; სამუშაო საათები: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
ელექტრონული ფორმით განაცხადის შევსება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საკონტაქტო პირს, სალომე თორიას ნომერზე: 577 34 85 34
კულტურისა და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა სახელობითი სტიპენდიები