-
სამოქმედო გეგმა
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
-
წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა
-
ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
abculture.ge
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
ონლაინ მუზეუმი
-
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები
-
ანგარიშები
-
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
-
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია
-
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია
-
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია

ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია გაიცემა სახვითი ხელოვნების დარგებში (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება) შექმნილ ნამუშევრებზე, რომლებიც გამოირჩევიან მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებითა და ხერხებით, ტექნიკური, შინაარსობრივი და სხვა მახასიათებლებით.
პრემია ატარებს ფერმწერისა და პედაგოგის - ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელს, რომელმაც აფხაზეთში მხატვართა არაერთი თაობა აღზარდა. მან სოხუმში საფუძველი ჩაუყარა პროფესიულ სამხატვრო სკოლასა და სასწავლებელს, რომელსაც წლების მანძილზე თავად ხელმძღვანელობდა.
პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს კომპეტენტური კომისია და გამოავლენს გამარჯვებულებს.
პრემიის გაცემის წესი და პირობები
- კონკურსი პრემიის მოსაპოვებლად ცხადდება ორ წელიწადში ერთხელ.
- კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნამუშევარი უნდა წარმოადგინონ მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე (შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე) სამინისტროში თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, კერძოდ:
ა)განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) განმცხადებლის პროფესიული ბიოგრაფია (CV);
გ) პირადობის მოწმობის ასლი.
- პრემიის მოსაპოვებლად ნამუშევრის წარდგენის უფლება აქვთ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე შესაბამისი ავტორიტეტისა და კომპეტენციის მქონე იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც საქმიანობენ სახვითი ხელოვნების დარგებში.
- სახვითი ხელოვნების დარგებში (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება) შექმნილი ნამუშევრების საკონკურსოდ წარდგენა დასაშვებია მხოლოდ მისი დასრულებული, საბოლოო სახით.
- პირს, გარდაცვალების შემდეგ პრემია შეიძლება მიენიჭოს იმ შემთხვევაში, თუ იგი გარდაცვალებამდე იყო მასზე წარდგენილი.
- ნიკოლოზ თაბუკაშვილის პრემია პირს ენიჭება მხოლოდ ერთხელ.
გადაწყვეტილების მიღების წესი
- პრემიის მოსაპოვებლად შერჩეული საკონკურსო ნამუშევრების ავტორებიდან კომისია გამოავლენს I , II და III ადგილზე გასულ ლაურეატებს.
- კომისიის გადაწყვეტილება პრემიის ლაურეატების წოდების მინიჭების შესახებ მიიღება ფარული კენჭისყრით, კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით.
- პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში გამარჯვებულების ვინაობა კონფიდენციალურია დაჯილდოვების მომენტამდე.
- ავტორთა ჯგუფისთვის პრემიის მინიჭების შემთხვევაში პრემიალური თანხა ნაწილდება თანაბრად.
- საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევარი ავტორს უკან უბრუნდება.
პრემიის მოცულობა
I პრემია - 2500 ლარი (დარიცხული);
II პრემია- 2000 ლარი (დარიცხული);
III პრემია - 1500 ლარი (დარიცხული).
(გამარჯვებულ კანდიდატებს პრემია ჩაერიცხებათ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორებით, შესაბამისი კატეგორიებისა და ოდენობების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით არსებული ყველა შესაბამისი გადასახად(ებ)ის გათვალისწინებით).
კონკურსის შედეგის გამოცხადების წესი
პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულის ვინაობა ქვეყნდება არაუგვიანეს 30 ნოემბრისა.
პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა, რომელსაც ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 10 დეკემბრისა.
დამატებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ:
საქართველო-თბილისი 0102, უზნაძის ქ. №68,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო,
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახური, III სართული
საკონტაქტო პირი:
სალომე თორია, ტელ: 577 34 85 34
ია მოწაფია, ტელ: 577 09 21 27