აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია გათვალისწინებულია მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტის წარდგენის უფლება აქვს საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებს.
სტიპენდიატს სტიპენდია ეძლევა დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში თვეში 200 ლარის ოდენობით (ათი თვე).
განაცხადების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2024 წლის 01 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით.
გამოცხადებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება.