
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანთა და ეკონომიკის სამინისტროს მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განკარგულებაში არსებულ ფულად სახსრებზე პროცენტის დარიცხვის მიზნით მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინიტრის 2025 წლის 17 ოქტომბრის №04-02/81 ბრძანებისა და „მომსახურე ბანკის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“ 2025 წლის 20 ოქტომბრის N04-02/82 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანების თანახმად, სამინისტრო აცხადებს სამინისტროს განკარგულებაში არსებულ ფულად სახსრებზე პროცენტის დარიცხვის მიზნით მომსახურე ბანკის შესარჩევ კონკურსს.
კონკურსის საგანია: მომსახურე ბანკში აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეროვნული ვალუტის ანგარიშზე არსებული ნაშთის სრულ მოცულობაზე დასარიცხი წლიური საპროცენტო სარგებლის განსაზღვრა 2025 წლის 31 დეკემბრიდან 2028 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.
კონკურსის ამოცანაა: საუკეთესო წინადადების წარმდგენი საბანკო დაწესებულების გამოვლენა და მინისტრისათვის რეკომენდაციის წარდგენა.
კონკურსში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულმა საბანკო დაწესებულებებმა, რომლებიც საკონკურსო კომისიაში წარმოადგენენ კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებას (დანართი N2) და საკონკურსო დოკუმენტაციას.
- კონკურსის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2025 წლის 5 ნოემბერის 12:00 საათი; კონკურსის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა, მისამართი: ქ. თბილისი, მ. თამარაშვილის ქ. N15ა, მე-3 სართული.
- კონკურსის ჩატარების ზოგადი პირობები:
ა) საკონკურსო განცხადებისა(დანართი N2) და დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 2025 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით, ქ. თბილისი, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა, მისამართი: ქ. თბილისი, მ. თამარაშვილის ქ. N15ა, მე-3 სართული, ტელ: 143
ბ) საბუთების მიღება საკონკურსო კომისიაში იწარმოებს ყოველდღე (გარდა შაბათ-კვირის და უქმე დღეებისა).
- პრეტენდენტის განცხადებას(დანართი N2) თან უნდა ერთვოდეს:
ა) ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზიის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) საკონკურსო პირობების შესრულების უზრუნველყოფის ერთთვიანი უპირობო გამოუთხოვადი წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც თავმდები ბანკი იღებს ვალდებულებას, კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადარიცხოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სახაზინო ანგარიშზე 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
გ) საბანკო დაწესებულების უფლებამოსილი პირის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობის შემთხვევაში, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი წინადადება (დანართი N1) დალუქული ფორმით. პრეტენდენტი შეზღუდული არ არის წარმოადგინოს წარდგენილზე უკეთესი პირობა. პრეტენდენტს არ აქვს უფლება გააუარესოს უკვე წარდგენილი პირობები.
- პრეტენდენტის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ორიგინალის (დედანის) სახით ან ნოტარიულად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამოწმებული ასლის სახით.
- პრეტენდენტის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. უცხო ენაზე შესრულებული დოკუმენტი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის სახით.
- პრეტენდენტი კონკურსზე დაიშვება კომისიაში განცხადებისა და დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში სრულად წარმოდგენისა და რეგისტრაციის შემთხვევაში.
- კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება, თუ ერთი მონაწილე მაინც მიიღებს კონკურსში მონაწილეობას.
- კონკურსი ჩატარდება ერთ ტურად.
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება საჯაროდ - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.abkhazia.gov.ge აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სექციაში.
შენიშვნა: პრეტენდენტი სრულიად აგებს პასუხს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობაზე.
თანდართული დოკუმენტები: ბრძანება
აპლიკანტის მიერ შესავსები სავალდებულო ფორმები:
დანართი #1 - მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობები
დანართი #2 - განცხადების ფორმა