აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დავით ფაცაცია ღონისძიებას „გამარჯობა აფხაზეთო შენი“ დაესწრო

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული სიტყვის პირველი ფესტივალი „გამარჯობა აფხაზეთო შენი“ გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს საპატრიარქოსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო აფხაზეთის თემატიკის რეალურ ამბებზე დაფუძნებული ისტორიები. უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის მოეწყო მხატვრული კითხვის კონკურსი, შესრულდა მუსიკალური, ქორეოგრაფიული და თეატრალური ნომრები.

ფესტივალი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.