აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დავით ფაცაციამ რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს საახალწლო ნობათები პირადად გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებთან, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა და საახალწლო ნობათები გადასცა.

„ვცდილობთ ძალიან ხშირად ვიყოთ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან, გავიზიაროთ მათ წინაშე მდგარი გამოწვევები და მინდა, რომ თითოეულ მათგანს ჩვენი იმედი ჰქონდეს.

განსაკუთრებით მახარებს, წყალტუბოში, კოპიტნარის ბაგა-ბაღში აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებთან თბილი შეხვედრა და მათთვის საახალწლო განწყობის შექმნაში მონაწილეობის მიღება.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღების გამოჩენა აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების მიმართ, განსაკუთრებით კი წინასაახალწლო დღეებში, როცა ყოველ ოჯახს დამატებით უამრავი საჭიროება უჩნდება.

თითოეული დევნილი იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას ერთიან და ძლიერ საქართველოში და მე გულწრფელად მწამს, რომ მომავალი წელი იქნება ჩვენს სახლ-კარში დაბრუნების წელი.“ - დავით ფაცაცია