აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დავით ფაცაციამ ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილესთან ანზორ მარგიანთან, მინისტრის პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა და ადგილზე გაეცნო სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში განსახლებული, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველსაყოფად, დევნილთა განსახლების ობიექტში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა.

სამინისტროს „დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, ობიექტში განხორციელებული სამუშაობის თანადაფინანსების ღირებულამ 14 300 ლარი შეადგინა.