2024-07-08   |   
                                                                                                                
                                                   ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
                                               
                                                                                                           
                                                    
                                                    
                                                        აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჯინჭარაძემ ფოცხოეწერსა და ხონში,  შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით, ბაგა-ბაღები დაათვალიერა
                                                    
                                                    
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ,გიორგი ჯინჭარაძემ
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (Tika) თბილისის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელთან თუბა ოზუთოქთან ერთად, ფოცხოეწერსა და ხონში, შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით, ბაგა-ბაღები დაათვალიერა.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე სოფელ რუხში Tika-ს მიერ დაფინასებული საყვავილე სათბურების სამუშაო პროცესს გაეცნენ.
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან და მის უწყებებთან მრავალი წელია თანამშრომლობს.
Tika-ს მხარდაჭერით დევნილთა ხელშეწყობისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს.
                        
                            
                            
                            
                            
                            
                            
                            