დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათები გადასცა

 

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, ტრადიციულად სხვადასხვა სოციალური კატეგორიის აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს, საკვები პროდუქტები გადასცა.

სასურსათო ნობათები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით ყოველწლიურად როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და სხვა კატეგრორიის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადაეცემათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და ქალაქ თბილისის მერიის მხადაჭერით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან დევნილ, მოწყვლადი კატეგორიის 1000-მდე ოჯახს გადაეცა. დარიგების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული აფხაზეთის მთავრობის წევრები, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების წარმომადგენლები.

ნობათებისთვის საჭირო პროდუქტების შესაძენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ბიუჯეტიდან 34 994 ლარი გამოიყო, ხოლო ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით შეძენილ იქნა 19 970 ლარის ღირებულების პროდუქტი.