აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ლაშა დოლბაძე, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეხვდა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ლაშა დოლბაძე, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეხვდა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
 
მინისტრმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს სააღდგომო ნობათები პირადად გადასცა.
 
შეხვედრის ფარგლებში მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა დროებით დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერას.
 
აღნიშნული ინიციატივა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც სააღდგომო ნობათი დაახლოებით 1000 დევნილ ოჯახს გადაეცა.
 
დარიგების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრობის წევრები, სამინისტროსა და მთავრობის აპარატის თანამშრომლები.