აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა გიორგი ძიგუამ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ მოაწერეს.

შეხვედრის მონაწილეებმა პრიორიტეტულ მიმართულებებსა და თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ისაუბრეს. ასევე, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრას სამინისტროს თანამშრომლები, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.