აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორ ანეტა კიტიასთან ერთად, აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციაში იმყოფებოდა, სადაც ფედერაციის წარმომადგენლებსა და სპორტსმენებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა და სააგენტოს ხელმძღვანელმა 2025 წლის ახალგაზრდული პირველობის მონაწილეებს, ერთეულთა თანრიგში მიღწეული წარმატება მიულოცეს და აფხაზეთის სახელით მოასპარეზე ნაკრების წევრებს მადლობის სიგელები გადასცეს.
აფხაზეთის ნაკრების ჩოგბურთელებმა 10 შესაძლო ფინალიდან 8-ში მიიღეს მონაწილეობა და 4 ოქროს მედალი მოიპოვეს, რაც მონაწილე გუნდებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ: ელენე ქობალია - 11 წლამდე გოგონათა შორის; ბარბარე სიხარულიძე - 13 წლამდე გოგონათა შორის; ანასტასია ჩხარტიშვილი - 17 და 19 წლამდე გოგონათა შორის. აღსანიშნავია, ანასტასია ჩხარტიშვილის წარმატება, რომელმაც ტურნირზე ოთხ სხვადასხვა სახეობაში იასპარეზა და ოთხივე შემთხვევაში ოქროს მედალი მოიპოვა.