2025-04-30 |
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ბექა ღვაჩლიანი გომბორის მოსამზადებელი ცენტრის 2025 წლის სეზონის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გომბორის მოსამზადებელ ცენტრში 2025 წლის სეზონის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.
გომბორის მოსამზადებელმა ცენტრმა 2025 წლის მოხალისეთა პირველი ნაკადი მიიღო, სადაც მონაწილეები საგანგებოდ შექმნილ მოდულებზე გაივლიან გადამზადებას. პროგრამა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა საცეცხლე მომზადება, თვითგადარჩენის უნარების სწავლება, დრონების მართვა, კიბერუსაფრთხოება და სხვადასხვა შემეცნებითი ტიპის აქტივობებს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანეტა კიტია, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.