აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით "აფხაზეთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025" ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ქვეპროგრამის "განათლება მომავლისთვის" ფარგლებში "აფხაზეთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025" გაიმართა.

რეგიონულ ტურნირში აფხაზეთის საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. ახალგაზრდებმა სპორტის ხუთ სახეობაში - მძლეოსნობაში, მინი-ფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბურთში იასპარეზეს.

სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდები მედლებით, სიგელებითა და სპორტული ფორმებით დაჯილდოვდნენ.

პირველ ადგილზე გასული გუნდები საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ზონალურ ეტაპზე აფხაზეთის სახელით წარდგებიან.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე ვიტალი ბენდელიანი და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.