ბექა ღვაჩლიანი თეატრალურ წარმოდგენას „ზღვის თეატრს“ დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, მარჯანიშვილის თეატრის სხვენზე წარმოდგენილ სპექტაკლს „ზღვის თეატრს“ დაესწრო.
 
სპექტაკლი სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ორგანიზებით დაიდგა, რომელიც თეატრის მნიშვნელობასა და შემოქმედებითი თავისუფლებისთვის ბრძოლას ეხება.
 
რეჟისორ ალექსანდრე ელოშვილის წარმოდგენა დევნილობაში მყოფი ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა მსახიობების ცხოვრებას მოგვითხრობს, რომელთაც სურთ ქალაქში ახალი თეატრი შექმნან.
 
თეატრალურ წარმოდგენას ასევე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.