აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს კულტურის მინისტრს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოს კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძეს და მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავასთან კულტურის სამინისტროში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე დევნილი საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებით.