ბექა ღვაჩლიანი აფხაზეთის N7 საჯარო სკოლას ეწვია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი ქალაქ სენაკში მდებარე თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა სადაც სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა, უშუალოდ პედაგოგებისგან მოისმინა სკოლაში არსებული საჭიროებები, დაათვალიერა სასკოლო ინფრასტრუქტურა და სამომავლოდ განსახორციელებელ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი აფხაზეთის სკოლებში არსებულ მდგომარეობას ეტაპობრივად ეცნობა.

შეხვედრას თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ელისო სიჭინავა, სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები ესწრებოდნენ.