აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საგუნდო მუსიკის კონცერტს დაესწრო

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
 
ღონისძიებაში საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა და სოლისტ-ინსტრუმენტალისტები მონაწილეობდნენ. კონცერტზე შესრულდა ნოდარ მამისაშვილის, მერაბ გაგნიძის, იოსებ ბარდანაშვილის და ზვიად ბოლქვაძის ნაწარმოებები.
 
ქართული საგუნდო მუსიკის კონცერტი თბილისის მერიის მხარდაჭერით, 33-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში გაიმართა.