2025-11-29 |
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აფხაზეთიდან დევნილებს უფასო კარდიოლოგიური კვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩაფიძის კლინიკაში მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე აფხაზეთიდან დროებით დევნილ პირებს სრული კარდიოლოგიური მომსახურება გაეწიათ.
“წლის განმავლობაში ჩვენი დევნილები აქტიურად იყვნენ ჩართულები აქციაში, კლინიკის მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა ჯამში 500-მდე დევნილს ჩაუტარა უფასოდ კარდიოლოგიური კვლევები. მაღალი მომართვიანობიდან და დევნილთა საჭიროებებიდან გამომდინარე სამინისტრო მომავალშიც გეგმავს მსგავსი აქციების ორგანიზებას”, - განაცხადა ბესიკ კუსიდმა.
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, პირველი მოადგილე მანონა გეჯუა და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.









