აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

გაგრის დაცემიდან 33 წელი გავიდა. 1992 წელს გაგრაში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა, ალიონა ჩხოტუამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძესთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გახარიასთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად პატივი მიაგო.
აფხაზეთის მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ხაზი გაუსვეს სამშვიდობო და ქვეყნის ერთიანობის პოლიტიკის შეუქცევადობას.
მემორიალთან ასევე ვეტერანთა საქმეთა სახელწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.